თავი - 4
Previous1კვლავაც ვხედავდი ძალადობას, რაც კი ხდებოდა ამ მზისქვეშეთში: აჰა იღვრება ჩაგრულთა ცრემლი და მათ არავინ ანუგეშებს; მათ მჩაგვრელთა ხელშია ძალა, არავინა ჰყავთ ნუგეშისმცემი.
2უფრო ბედნიერად შევრაცხე დიდიხნის მკვდარნი მათზე, ვინც ჯერაც ცოცხლობენ კიდევ.
3და ორთავეზე ბედნიერი მაინც ის არის, ვინც ჯერაც არ დაბადებულა და არ უხილავს ბოროტება, რაც მზის ქვეშ ხდება.
4ისიცა ვნახე, რომ სიბეჯითე ყველა საქმეში მხოლოდ ერთურთის შურით არის გამოწვეული. ამაოება ყოფილა ესეც და ქარის დევნა.
5ბრიყვს გულზე ხელი დაუკრეფია და თავის ხორცს ჭამს.
6ერთი პეშვი სიმშვიდე სჯობს მთელ კალთა გარჯას და ფუჭ საზრუნავს.
7კიდევ და კიდევ განვიცადე ამაოება ამ მზისქვეშეთში.
8არსებობს კაცი მარტოხელა, არ ჰყავს არავინ, არც ძმა, არც შვილი, ხოლო მის შრომას ბოლო არ უჩანს და ვერ გაძღება მისი თვალი დოვლათის ხილვით. ვისთვისღა ვშრომობ და სიამეს რისთვის ვიკლებდი? ამაოება არის ესეც და ფუჭი საქმე.
9მარტო ყოფნას სჯობს ორნი იყვნენ, რადგან კეთილად მიეზღვებათ მათ საშრომელში.
10თუ დაეცნენ, ერთი მაინც წამოაყენებს თავის ამხანაგს. მაგრამ ვაი, მარტომყოფს, თუ დაეცა ვინღა უშველის?
11თუ ორნი დაწვნენ, გათბებიან; მარტომყოფს კი რაღა გაათბობს!
12თუ ერთს დასძლევს ვინმე, ორი ხომ გაუმკლავდება. მალე არ გაწყდება სამმაგი ძაფი.
13ღატაკი, მაგრამ ბრძენი ყმაწვილი სჯობს მოხუცებულ და ბრიყვ მეფეს, რომელიც უკვე ვერას ისწავლის.
14რადგან იგი საპყრობილიდანაც გამოვა მეფედ, თუნდაც თავის სამეფოში უპოვრად იშვას.
15ვიხილე: ყოველ მკვიდრს მზისქვეშეთში ყმაწვილი ახლავს, ეს მისი სხვაა, მის ნაცვლად დადგება.
16არ უჩანს დასასრული ხალხს, ვინც მათ უწინარეს იყო, და არც შემდგომნი მოინატრებენ მათ. რადგან ესეც ამაოებაა და ქარის დევნა.
17ფეხს ნუ აუჩქარებ ღვთის სახლისკენ მიმავალი; გაფრთხილდი, მსხვერპლი უგუნურთა მსგავსად არ შესწირო, რადგან არ უწყიან, უკეთურებას რომ სჩადიან.
Next