თავი - 11
Previous1წყალს გაატანე შენი პური, რადგან მრავალთა დღეთა შემდგომ კვლავ მოიძიებ.
2მიეც ნაწილი ქონებისა შვიდს, რვასაც კი, რადგან არ იცი, რა უბედურება მოელის ქვეყანას.
3როცა ღრუბელი აივსება, წვიმაც იწვიმებს ქვეყანაზე; თუ დაეცა ხე სამხრეთში ან ჩრდილოეთში, სადაც დაეცა, იქვე დარჩება.
4ვინც ქარს აკვირდება, ვერ დათესავს; ვინც ღრუბლებს შესცქერის, ვერას მოიმკის.
5როგორც არ უწყი გზა ქარისა და როგორ ისახება ძვლები სავსე მუცელში, ასევე არ უწყი საქმენი ღვთისა, რომელმაც ყოველივე შექმნა.
6დილით თესე შენი თესლი და მწუხრისას ნუ დაისვენებს შენი ხელი; რადგან არ იცი, რომელი უფრო სასიკეთოა; იქნებ ორივე ერთნაირად კარგი გამოდგეს.
7ტკბილია სინათლე და საამურია თვალთათვის მზის ჭვრეტა.
8თუნდაც მრავალი წელი იცოცხლოს კაცმა და იმხიარულოს, ახსოვდეს, რომ მრავლად იქნება შავი დღეები; ყველაფერი, რაც მოვა, ამაოა.
9იხარე, ყრმაო, ვიდრე ნორჩი ხარ; გაამოს შენმა გულმა სიყმაწვილეში, მიჰყევ შენს გულს და თვალთა მზერას; ოღონდ იცოდე, ყველაფრის ამის გამო სამსჯავროზე წარგადგენს ღმერთი.
10უკუიყარე გულიდან დარდი და სხეულს არიდე უამური რამ, რადგან ბავშვობაც და სიყმაწვილეც ამაოა და წარმავალი.
Next