თავი - 9
Previous1სიბრძნემ სახლი აიშენა, მისი შვიდი ბოძი გათალა.
2დაკლა თავისი საკლავი, გააზავა თავისი ღვინო და გაშალა თავისი ტაბლა,
3გაგზავნა თავისი მხევლები, გადასძახა ქალაქის მაღლობებიდან:
4ბრიყვი ვინც არის, აქეთ მობრუნდეს! ჭკუათხელებს კი უთხრა:
5მოდით, დაპურდით ჩემი პურით და შესვით ჩემი განზავებული ღვინო.
6მიატოვეთ სიბრიყვე და იცოცხლებთ, ჭკვიანური გზით იარეთ.
7ღვთისგმობელის დამრიგებელი დამცირებას იხვეჭს, ბოროტეულის მამხილებელი - შეურაცხყოფას;
8ნუ ამხილებ ღვთისმგმობელს, თორემ შეგიძულებს; ამხილე ბრძენი და შეგიყვარებს;
9მიეცი დარიგება ბრძენს და კიდევ უფრო დაბრძენდება, ასწავლე მართალს და ცოდნას შეიმატებს.
10უფლის შიში სიბრძნის სათავეა, სიწმინდეთა ცოდნა კი გონიერება.
11რადგან ჩემით გამრავლდება შენი დღენი და მოგემატება სიცოცხლის წლები.
12თუ ბრძენი ხარ, შენთვის ხარ ბრძენი, თუ ღვთისმგმობელი ხარ, შენვე აგებ პასუხს.
13სულელი ქალი მყვირალაა, ბრიყვი და არაფრის მცოდნე;
14თავისი სახლის კართან ტახტზე ზის, ქალაქის მაღლობზე,
15რათა მოიწვიოს სწორი გზით მოარულნი;
16ბრიყვი ვინც არის, აქეთ მობრუნდეს! ჭკუათხელს იგი ეუბნება:
17ტკბილია მოპარული წყალი, გემრიელია გადამალული პური.
18არ კი იცის, რომ იქ აჩრდილნი არიან, რომ მისი წვეულნი შავეთის უფსკრულებში იმყოფებიან.
Next