Eleos

Contents

თავი - 26

Previous
1როგორც ზაფხულისთვის თოვლი და მკისთვის წვიმაა შეუფერებელი, ასევე ბრიყვისთვის - პატივი.
2როგორც ჩიტი შეინავარდებს, როგორც მერცხალი აფრინდება, ასევე უმიზეზო წყევლა-კრულვაც არ შესრულდება.
3მათრახი ცხენისთვის არის, ლაგამი - ვირისთვის, ჯოხი კი - ბრიყვთა ზურგისთვის.
4ბრიყვს მისი სირეგვნისაებრ ნუ უპასუხებ, რომ თავად მისი მსგავსი არ გახდე.
5ბრიყვს მისი სირეგვენისებრ უპასუხე, რომ თავისი თავი ბრძენი არ ეგონოს.
6საკუთარ ფეხებს იკვეთავს და თავს იწვალებს, ვინც ბრიყვს სიტყვას აბარებს.
7რაღა კოჭლის თეძოები და რაღა იგავი ბრიყვის ბაგეზე.
8რაღა შურდულზე ქვის მიმბმელი და რაღა ბრიყვის პატივისმცემელი.
9რაღა ეკლიანი ჯოხი მთვრალის ხელში და რაღა იგავი ბრიყვის პირში.
10რაღა მშვილდოსანი, რომელიც ყველას ესვრის, და რაღა ბრიყვის და ლოთის დამქირავებელი.
11როგორც ძაღლი უბრუნდება თავის ნანთხევს, ასევე იმეორებს ბრიყვი თავის სირეგვნეს.
12თუ გინახავს კაცი, რომელსაც თავი ბრძენად მიაჩნდეს? ბრიყვს მასზე მეტი იმედი აქვს.
13ზარმაცი ამბობს, გზაზე ლომია, შუა ქუჩაში ლომიაო.
14კარი თავის ანჯამაზე ტრიალებს, ზარმაცი - თავის ლოგინზე.
15ზარმაცი ხელს ჯამში კი ჩაყოფს, მისი პირთან მიტანა კი ეზარება.
16ზარმაცს თავისი თავი უდრო ბრძენი ჰგონია, ვიდრე შვიდი კაცი, გონივრული პასუხის გამცემი.
17რაღა ძაღლის ყურებში ჩაფრენილი კაცი და რაღა სხვის კამათში ჩარეული.
18რაღა ცეცხლის, ისრების და სიკვდილის მსროლელი ოინბაზი,
19და რაღა კაცი, რომელიც ატყუებს თავის თვისტომს და ეუბნება, გეხუმრებიო.
20სადაც შეშა არ არის, ცეცხლი ჩაქრება; სადაც ენატანია არ არის, შუღლს ბოლო ეღება.
21ნახშირი ნაკვერჩხლისთვის არის, შეშა - ცეცხლისთვის, შარიანი კაცი კი - შუღლის გამჩაღებლად.
22ენატანიას სიტყვები ნუგბარი საჭმელივითაა და მუცლის წიაღამდე აღწევს.
23რაღა თიხის ჭურჭელზე გადაკრული ხინჯიანი ვერცხლი და რაღა ლაქარდიანი ენა და ბოროტი გული.
24მოძულე კაცი პირით მაქციობს და გულში მზაკვრობა უდევს.
25ნუ ენდობი ხმის გამნაზებელს, რადგან მის გულში შვიდი სიბილწეა.
26ვინც მტრობას სიცრუით ფარავს, თავის სიავეს საკრებულოში გამოაჩენს.
27ორმოს გამთხრელი შიგ თვითონ ჩავარდება, ქვა მის მსროლელს დაუბრუნდება.
28კაცის ცრუ ბაგე მისივე მტერია და ლაქარდიანი ენა საფრთხეს უმზადებს.
Next