თავი - 22
Previous1რჩეული სახელი დიდძალ ქონებაზე უკეთესია, კეთილი მადლი კი - ვერცხლზე და ოქროზე.
2მდიდარი და ღარიბი ერთმანეთს ხვდებიან - ორთავეს შემქმნელი კი უფალია.
3გონიერი ხედავს ბოროტებას და თავს არიდებს, სულელნი კი ჯიქურ მიდიან და ისჯებიან.
4თვინიერების და უფლის შიშის საზღაური სიმდიდრე, დიდება და სიცოცხლეა.
5უკუღმართის გზაზე ეკლები და ხაფანგებია, ხოლო ვინც თავის სულს უფრთხილდება, შორს უვლის მას.
6ყმაწვილი მისი გზის დასაწყისშივე გაწვრთენი და სიბერეშიც კი არ გადაუხვევს მას.
7მდიდარი უპოვარებზე ბატონობს და მოვალე მევალის მონაა.
8უსამართლობის მთესველი უბედურებას მოიმკის და მრისხანების კვერთხი გაუტყდება.
9კურთხეული იქნება გულმოწყალე, რადგან ღარიბს თავისი პურიდან გაიკითხავს.
10გააგდე ზნეწამხდარი და შუღლიც გაჰყვება, დავას და ლანძღვასაც ბოლო მოეღება.
11ვისაც სუფთა გული და მადლიანი ენა აქვს, მეფეც მისი მეგობარია.
12უფლის თვალები ცოდნას მფარველობს, ორგულის სიტყვებს კი იგი უკუაგდებს.
13ზარმაცი ამბობს: გარეთ ლომია! შუაგულ ქუჩაში ვიქნები მოკლულიო.
14როსკიპთა პირი ღრმა ორმოა, უფლის შერისხული ჩავარდება მასში.
15ყმაწვილის გულში სიბრიყვე ბუდობს, მაგრამ შეგონების კვერთხი იქიდან გამოსდევნის.
16ერთნი ღარიბ-ღატაკს ავიწროებენ და მდიდრდებიან, სხვანი მდიდარს აძლევენ და თავად ღატაკდებიან.
17ყური დამიგდე, მოისმინე ბრძენკაცთა სიტყვები და ცოდნისკენ მოაქციე გული,
18რადგან საამურია, თუკი დაიმარხავ გულში, თუ ბაგეზე გექნება გამზადებული.
19რომ სასოება გქონდეს უფალში, დღესვე შენც გასწავლი.
20ხომ მოგწერე ოცდაათი შეგონება რჩევისა და ცოდნისა,
21ჭეშმარიტების სწორ სიტყვათა შენთვის საუწყებლად, რათა შენს მომავლინებლებთან ჭეშმარიტების სიტყვები მიგეტანა?
22ღარიბს ნუ წაართმევ, რადგან ღარიბია იგი; ბეჩავს კარიბჭესთან ნუ დაჩაგრავ;
23რადგან უფალი გამოესარჩლება მათ და მის მძარცველთა სულს გასძარცვავს.
24ნუ იმეგობრებ ბრაზიან კაცთან და ფიცხ კაცს ნუ გაეკარები;
25რათა მისი გზა-კვალი არ ისწავლო და შენ თავს ხაფანგი არ დაუგო.
26ნუ იქნები იმათთაგანი, ვინც ვალს იღებს და გადახდის პირობას დებს.
27როცა გადასახდელი არაფერი გექნება, რისთვის უნდა გამოგაცალონ ქვეშაგები?
28შენი მამა-პაპის გავლებულ მიჯნას ნუ შეცვლი.
29თუ გინახავს თავის საქმის ოსტატი კაცი? ის მეფეთა წინაშე დადგება და არ დადგება ბნელი ხალხის წინაშე.
Next