თავი - 18
Previous1თავკერძა კაცი თავის გულისთქმას არის აყოლილი და ყოველგვარი სიბრძნის წინააღმდეგ ჯანყდება.
2ბრიყვი ცოდნას არ ესწრაფის, საკუთარი ფიქრის გამხელა სურს.
3ბოროტეულს სიძულვილი მოყვება, ლანძღვა-გინებას კი - სირცხვილი.
4კაცის ბაგის სიტყვები ღრმა წყალია, სიბრძნის სათავე კი - მოჩუხჩუხე ნაკადული.
5არ არის კარგი მიკერძოება ბოროტეულის მიმართ მართლის გასამტყუნებლად სამსჯავროზე.
6ბრიყვს დავაში ითრევს მისი ბაგეები და მისი პირი აყალ-მაყალს იწვევს.
7ბრიყვის პირი მისი დამღუპველია, მისი ბაგენი მისივე მახეა.
8ცილისმწამებლის სიტყვები ნუგბარი საჭმელივითაა და მუცლის შუაგულამდე აღწევს.
9საქმეში არხეინი მფლანგველის ძმაა.
10უფლის სახელი მტკიცე გოდოლია; მართალი შეაფარებს თავს და გადარჩება.
11მდიდრის დოვლათი მისი ციხე-ქალაქია და მალი კედელივით იფარავს მას.
12შემუსვრა მოსდევს დიდგულობას და დიდებას წინ უძღვის მორჩილება.
13მოუსმენრად პასუხის გაცემა სიბრიყვეა და სირცხვილი.
14კაცის სული კურნავს სნეულებას; სულის მწუხარებას კი ვინ დაითმენს?
15გონიერის ჭკუა ცოდნას იძენს და ბრძენთა ყური ცოდნას ეძიებს.
16ძღვენი კაცს გზას უფართოებს და დიდკაცთა წინაშე მიჰყავს.
17პირველი მართალია დავაში, ვიდრე მისი მოსარჩლე მოვიდოდეს და გაჩხრეკდეს მას.
18კენჭისყრა ბოლოს უღებს დავას და ძლიერთა შობის აჩენს სამართალს.
19განდგომილი ძმა ციხე-სიმაგრეზე უფრო მეტად მიუდგომელია და უთანხმოებანი კოშკის ურდულს ჰგავს.
20კაცი თავისი პირის ნაყოფით ივსებს სტომაქს; საკუთარი ბაგეების მოსავლით ძღება.
21სიკვდილ-სიცოცხლე ენის ხელშია და მისი მოყვარულნი მის ნაყოფს იგემებენ.
22ვინც ცოლი ჰპოვა, სიკეთე ჰპოვა და უფლისგან წყალობა მიიღო.
23ღარიბ-ღატაკი ვედრებით ლაპარაკობს, მდიდარი კი უკმეხად პასუხობს.
24ბევრი მეგობრის ყოლა დამღუპველია, ზოგი მეგობარი კი ძმაზე მოყვარულია.
Next