თავი - 16
Previous1გულის ზრახვები კაცს ეკუთვნის, ენის პასუხი კი უფლისაგან მოდის.
2კაცის ყოველი გზა სუფთაა მის თვალში, სულთა ამწონი კი უფალია.
3შენი საქმეები უფალს ჩააბარე და აღსრულდება შენი განზრახვები.
4უფალმა ყოველივე საკუთარი მიზნისთვის შეჰქმნა, ასევე ურჯულოც ავი დღისათვის.
5ყველა გულზვიადი სიბილწეა უფლის წინაშე; გჯეროდეს, დაუსჯელი ვერ გადარჩება.
6სიწრფელით და ჭეშმარიტებით გამოისყიდება ცოდვა, უფლის მოშიშებით ბოროტებისგან თავს დაიხსნის კაცი.
7თუ უფალს მოსწონს კაცის გზები, მტრებსაც კი შეარიგებს მასთან.
8უკეთესია მცირედი, ოღონდ სიმართლით, ვიდრე დიდძალი მოგება უსამართლობით.
9კაცის გული თავის გზებს გეგმავს, მის ნაბიჯებს კი უფალი წარმართავს.
10მეფის ბაგეზე მისნური სიტყვაა, მისი პირი არ შესცოდავს სამსჯავროზე.
11სწორი სასწორი და საწყაო უფლისაა, ქისის ყველა საწონი მისი საქმეა.
12ბოროტის ქმნა მეფეთათვის სიბილწეა, რადგან ტახტი სიმართლით მტკიცდება.
13მართალი ბაგეები სათნოა მეფეთათვის და უყვართ მათ სიმართლის მთქმელი.
14მეფის რისხვა სიკვდილის მაცნეა, ხოლო ბრძენკაცი აცხრობს მას.
15მეფის ნათელი სახე სიცოცხლეა და მისი წყალობა გაზაფხულის წვიმის ღრუბელივითაა.
16სიბრძნის შეძენა ოქროზე უკეთესია, ჭკუის მოხვეჭა ვერცხლზე - უმჯობესი.
17მართალთა გზა-კვალი ბოროტებას გვერდს უქცევს; ვინც თავის გზას აკვირდება, თავის სულს იცავს.
18დაღუპვას წინ უსწრებს ამპარტავნება, დაცემას - ქედმაღლობა.
19ბეჩავ ხალხთან თავმდაბლობა გერჩიოს ქედმაღლებთან ნადავლის გაყოფას.
20საქმეში გონიერი სიკეთეს ნახავს, უფალს მინდობილი ბედნიერია.
21გულბრძენი გონივრად იწოდება და ტკბილი ბაგეები ცოდნას ჰმატებს.
22სიბრძნე სიცოცხლის წყაროა მისი პატრონისთვის, ბრიყვთა სასჯელი კი სიბრიყვეა.
23ბრძენის გული მის პირს გონიერს ხდის და მის ბაგეებს ცოდნას ჰმატებს.
24ამო საუბარი გოლეული თაფლია, სულის სიტკბოა და ძვლის კურნება.
25არის გზა, კაცს სწორი რომ ჰგონია, მაგრამ მისი ბოლო სიკვდილის გზაა.
26მშრომელს თავისი მადა აშრომებს, თავისივე პირი აიძულებს.
27უგვანი კაცი ბოროტს იზრახავს და მის ბაგეზე თითქოს მოგიზგიზე ცეცხლია.
28უკუღმართი კაცი შუღლს აღვივებს და ცილისმწამებელი მეგობრებს აშორებს.
29მოძალადე კაცი თავის მოყვასს აცთუნებს და უკეთური გზით ატარებს.
30ვინც თვალებს ჭუტავს, უკუღმართს ფიქრობს; ვინც ბაგეებს კუმავს, სიავისთვის მზად არის.
31დიდების გვირგვინია ჭაღარა თავი; სიმართლის გზაზე იპოვება.
32სულგრძელი კაცი მამაცს სჯობია, საკუთარი თავის ხელმწიფე კი - ქალაქის ამღებს.
33წილს უბიდან ყრიან, მაგრამ ყოველი განაჩენი უფლისგან მოდის.
Next