Eleos

Contents

ფსალმუნი - 94

Previous
1მოდით, ვუგალობოთ უფალს, შევღაღადოთ ჩვენი ხსნის ბურჯს.
2სამადლობელით წარვდგეთ მის პირისპირ და სიმღერებით შევღაღადოთ მას.
3რადგან უფალი არის დიდი ღმერთი და მეფე - ყველა ღვთაებაზე აღმატებული.
4რადგან მის ხელთაა სიღრმენი მიწისა და მთების ძლიერება მისია.
5რადგან მისია ზღვა - მან შეჰქმნა იგი და ხმელეთი მის ხელთა ქმნილებაა.
6მოდით, თაყვანი ვცეთ და მოვიხაროთ, მუხლი მოვიდრიკოთ ჩვენი შემქმნელი უფლის წინაშე.
7რადგან ის ჩვენი ღმერთია, ჩვენ კი ხალხი მისი სამწყოსი და ცხვარი მისი ხელქვეითი; ო, დღეს რომ მოგესმინათ მისი ხმა:
8ნუ გაისასტიკებთ თქვენს გულებს, ვითარცა მერიბაში, როგორც გამოცდის დღეს უდაბნოში;
9რომ გამომცადეს თქვენმა მამებმა, გამომცადეს და იხილეს ჩემი ნამოქმედარი.
10ორმოც წელიწადს მომაბეზრა თავი იმ თაობამ და ვთქვი: მცდარი გულის ხალხია ისინი და არ იციან მათ ჩემი გზები.
11ამიტომ დავიფიცე ჩემი მრისხანების ჟამს, რომ ვერ შევლენ ჩემს სავანეში.
Next