ფსალმუნი - 90
Previous1უზენაესის საფარქვეშ დამკვიდრებული ყოვლისშემძლის ჩრდილქვეშ ისვენებს.
2ვეტყვი უფალს: ჩემი მფარველი და სიმაგრეა ჩემი ღმერთი, რომელსაც ვესავ.
3რადგან ის დაგიხსნის მონადირის ხაფანგიდან, მომსრავი ჭირისაგან.
4თავის ფრთებს გადაგაფარებს და მის კალთებქვეშ შეაფარებ თავს; ფარი და ბურჯია მისი ჭეშმარიტება.
5ნუ შეგაშინებს საშინელება ღამისა, ისარი დღისით გაფრენილი.
6შავი ჭირი - ბნელში მოარული, სენი - შუადღის მძარცველი.
7დაეცემა შენს გვერდით ათასი და ათი ათასი შენს მარჯვნივ, შენ კი არ მოგეკარება.
8ოღონდ შენი თვალებით შეხედე და დაინახავ მისაგებელს ბოროტეულთა.
9რადგან, ღმერთო, შენ ხარ ჩემი თავშესაფარი, შენს საცხოვრისად აირჩიე უზენაესი.
10არ შეგემთხვევა სიავე და წყლული ვერ მიეკარება შენს კარავს.
11რადგან თავის ანგელოზებს უბრძანა შენზე - დაგიცვან ყველა შენს გზაზე.
12ხელში აყვანილს გატარებენ, რომ ფეხი არ წამოჰკრა ქვაზე.
13ლომსა და უნასს ფეხს დაადგამ, ლომის ბოკვერს და ურჩხულს გაქელავ.
14რაკი მისურვა, გადავარჩენ მას, დავიფარავ მას, რადგან იცნო ჩემი სახელი.
15მომიხმობს მე და ვუპასუხებ, მასთან ვარ გასაჭირში; გამოვიხსნი და ვასახელებ.
16დღეთა ხანგრძლივობით გავაძღებ და შემწეობას მოვუვლენ ჩემსას.
Next