ფსალმუნი - 91
Previous1ფსალმუნი. გალობა შაბათის დღისათვის.
2კარგია ვადიდოთ უფალი და გუგალობოთ შენს სახელს, უზენაესო!
3გაუწყოთ დილდილობით შენი წყალობა და ჭეშმარიტება შენი ღამღამობით.
4ათსიმიანზე და ჩანგზე, გალობით - ქნარზე.
5რაკი გამამხიარულე, უფალო, შენი ნამოქმედარით, შენთა ხელთა ნასაქმარს ვუგალობებ.
6რაოდენ დიდია შენი საქმეები, უფალო, ფრიად ღრმაა შენი ზრახვები.
7უგუნური კაცი ვერ შეიცნობს და უმეცარი ვერ გაიგებს ამას,
8როცა ბოროტნი აყვავდებიან ბალახივით და აღორძინდება ყველა - მოქმედი სიმრუდისა, რომ დაიღუპონ საუკუნოდ.
9ხოლო შენ მაღალი ხარ მარადჟამს, უფალო!
10რადგანაც, აგერ, შენი მტრები, უფალო, რადგანაც, აგერ, შენი მტრები იღუპებიან, განიბნევიან ყველანი - სიმრუდის მოქმედნი.
11მოამაღლებ რქას ჩემსას მარტორქის რქისებრ, ცხებული ვარ ხასხასა ზეთით.
12უჭვრეტს ჩემი თვალი ჩემს მტრებს, ჩემს წინააღმდეგ აღმდგარ ბოროტმოქმედებზე გაიგონებენ ჩემი ყურები.
13წმიდანი ფინიკივით გაიფურჩქნება, ლიბანის კედარივით წამოიმართება.
14უფლის სახლში დარგულნი, ჩვენი ღმერთის ეზოებში აყვავდებიან;
15სიბერეშიც გამოიღებენ ნაყოფს - წვნიანსა და ხასხასას.
16რათა განვაცხადო, რომ მართალია უფალი, ჩემი საყრდენი, და არ არის მასში უსამართლობა.
Next