ფსალმუნი - 4
Previous1გუნდის ლოტბარს, დავითის საგალობელი, ფსალმუნი.
2მიპასუხე, ოდეს მოგიხმობ, ჩემი სიმართლის ღმერთო. შევიწროების ჟამს შენ მაძლევდი გასაქანს, შემიწყალე და ისმინე ჩემი ლოცვა.
3შვილნო კაცისა! როდემდე იქნება ღირსება ჩემი დამცირებული? როდემდე გეყვარებათ ამაოება და ეძიებთ სიყალბეს? სელა.
4უწყოდეთ, რომ ამოირჩია ღმერთმა წმიდანი: უფალი ისმენს, ოდეს მოვუხმობ მას.
5ძრწოდეთ და ნუ შესცოდავთ, გულში იზრახეთ იქვენს საწოლებში და იყუჩეთ. სელა.
6შესწირეთ შესაწირავები სიმართლისა და უფალს მიენდეთ.
7მრავალნი ამბობენ: ვინ გვიჩვენებს სიკეთეს? გადმოგვაფინე შუქი შენი სახისა, უფალო!
8შენ მიეცი სიხარული ჩემს გულს უფრო მეტი, ვიდრე მათია პურის და მაჭრის სიუხვისას.
9მშვიდად დავწვები და დავიძინებ, რადგან შენ, უფალო, მხოლოდ შენ მამყოფებ უშიშრად.
Next