ფსალმუნი - 5
Previous1დავითის ფსალმუნი სალამურზე, გუნდის ლოტბარისათვის.
2ჩემი ნათქვამი ყურად იღე, უფალო, ჩასწვდი ჩემს გულისთქმას.
3ისმინე ჩემი ღაღადი, მეუფევ ჩემო და ღმერთო ჩემო, რადგან შენს მიმართ ვლოცულობ.
4უფალო! დილდილობით მოისმინე ჩემი ხმა, დილაადრიან შევემზადები შენთვის და დაგელოდები.
5რადგან არა ხარ ბოროტების მოყვარული ღმერთი, ბოროტება ვერ დაისადგურებს შენთან.
6ვერ დადგებიან ქედმაღალნი შენს წინაშე: შენ გძულს ყველა, ვინც უსამართლობის ჩამდენია.
7შენ დაღუპავ სიცრუის მთქმელს; სისხლისმსმელი და მაოხრებელნი კი წავლენ შენგან.
8ხოლო მე შენი უხვი წყალობით მოვალ შენს სახლში, ვეთაყვანები შენს წმიდა ტაძარს შენდამი შიშით.
9უფალო! მატარე შენი სიმართლის გზით ჩემი მტრების გამო, გაასწორე შენი გზა ჩემს წინაშე.
10რადგან არ არის ჭეშმარიტება მათს ბაგეებში, ბილწია მათი შიგნეულობა, მათი ხორხი ღია საფლავია, მათი ენები ქლესაობენ.
11განსაჯე ისინი, ღმერთო, დაეცნენ თავიანთი ზრახვების გამო; თავიანთი ცოდვების სიმრავლისათვის მოიშორე ისინი, რადგან აღსდგენ შენს წინააღმდეგ,
12და გაიხაროს ყველამ, ვინც შენზეა მონდობილი, იმხიარულონ უკუნისამდე; და დაიცავ მათ, და გაიხარებენ შენით, ვისაც შენი სახელი უყვარს.
13რადგან შენ აკურთხებ მართალს, უფალო; შენი წყალობით შემოსავ, როგორც ჯავშნით.
Next