ფსალმუნი - 3
Previous1ფსალმუნი დავითისა. როცა გაურბოდა თავის ძეს აბესალომს.
2უფალო! როგორ მომრავლდნენ ჩემი მტრები. ჩემს წინააღმდეგ აღდგა მრავალი.
3ბევრი ეუბნება ჩემს სულს: არ არის მისთვის შემწეობა ღმერთისმიერი. სელა.
4და შენ, უფალო, ჩემი ფარი ხარ, ჩემი დიდება და ამმაღლებელი ჩემი თავისა.
5ჩემი ხმით მოვუხმობ უფალს და ის მიპასუხებს თავის წმიდა მთიდან. სელა.
6ვწვები, ვიძინებ და ვიღვიძებ, რადგან უფალი შემწეა ჩემი.
7ვერ შემაშინებს სიმრავლე ხალხის, გარს რომ მერტყმიან ყოველი მხრიდან.
8აღსდეგ, უფალო, მიხსენი, ჩემო ღმერთო, რადგან შენ ულეწავ ყბებს ყველა ჩემს მტერს, ბოროტეულებს უმუსრავ კბილებს.
9უფლისაგან არის ხსნა და ქენი კურთხევა შენს ერზე. სელა.
Next