Eleos

Contents

ფსალმუნი - 2

Previous
1რატომ ბობოქრობენ ხალხები და ერები ესწრაფიან ამაოებას?
2ამქვეყნიური მეფეები ამხედრებულან და შეთქმულან წარჩინებულნი უფლის წინააღმდეგ, და მის ცხებულზე გალაშქრებულან.
3დავგლეჯთ მათს სადავეებს და მოვიშორებთ მათს ხუნდებსო.
4მკვიდრი ზეცისა გაიცინებს, უფალი აბუჩად აიგდებს მათ.
5მაშინ ეტყვის მათ თავისი რისხვით და თავისი გულისწყრომით შეაძრწუნებს:
6მე ვაკურთხე მეფე ჩემი სიონზე - ჩემს წმიდა მთაზე.
7გაუწყებთ უფლის კანონმდებლობას: უფალმა მითხრა: ძე ხარ ჩემი, დღეს გშობე შენ;
8მთხოვე და მოგცემ ხალხებს სამემკვიდროდ, ხოლო ქვეყნის კიდეებს - სამკვიდრებლად.
9შენ დალეწავ მათ რკინის კვერთხით, მეთუნის ჭურჭელივით დაამსხვრევ.
10ახლა კი გონს მოდით, მეფენო! განისწავლენით, ქვეყნის მსაჯულნო!
11ემსახურეთ უფალს შიშით და შეჰღაღადეთ თრთოლვით.
12ეამბორეთ ძეს, რომ არ განრისხდეს იგი და არ დაიღუპოთ გზაში, რადგან მალე აღიგზნება რისხვა მისი. ნეტარ არს ყველა, ვინც მასზეა მინდობილი.
Next