ფსალმუნი - 25
Previous1დავითისა. განმსაჯე, უფალო, რადგან ვიდოდი ჩემი სიწრფელით, უფალზე ვიყავ მინდობილი და არ წავბორძიკდები.
2გამომცადე, უფალო, და შემამოწმე, ბრძმედში გამოატარე შიგნეულობა და გული ჩემი.
3რადგან თვალწინ მიდგას შენი წყალობა და მივყვებოდი შენს ჭეშმარიტებას.
4არ დავმეგობრებივარ სიცრუის მოყვარულთ და მზაკვრებთან არ მივალ.
5შევიძულე კრებული უკეთურთა და ბოროტთა გვერდით არ დავჯდები.
6ხელებს დავიბან უბიწოებით და გარს შემოვუვლი შენს სამსხვერპლოს, უფალო.
7რომ ვიღაღადო მადლობის ხმით და ყველა შენი საოცრება ვილაპარაკო.
8უფალო, შევიყვარე სავანე შენი სახლისა და. ადგილი - კარავი შენი დიდებისა.
9ნუ მოსპობ ჩემს სულს ცოდვილთა გვერდით და ჩემს სიცოცხლეს - სისხლისმსმელებთან.
10რომელთაც ხელთ აქვთ ბოროტება და მათი მარჯვენა სავსეა ქრთამით.
11ხოლო მე ვივლი უბიწოებით; მიხსენი მე და შემიწყალე.
12სწორ გზაზე დგას ჩემი ფეხი; საკრებულოებში ვადიდებ უფალს.
Next