ფსალმუნი - 149
Previous1ადიდეთ უფალი. უგალობეთ უფალს გალობა ახალი, მისი დიდება წმიდათა კრებულში.
2ახარებდეს ისრაელი თავისი შემოქმედით, ძენი სიონისა ზეიმობდნენ თავიანთი მეფით.
3განადიდონ მისი სახელი ცეკვით, დაფით და ქნარით უგალობონ მას.
4რადგან ისურვებს უფალი თავის ხალხს, დაამშვენებს მორჩილებს შეწევნით.
5იმხიარულონ წმიდანებმა ღირსებით, იღაღადონ თავიანთ სარეცლებზე.
6ღმერთის განდიდება მათ ხორხში და მახვილი ორლესული მათ ხელში.
7რათა შური იძიონ წარმართებზე, დასაჯონ ერები.
8შეკრან მეფენი ბორკილებით და დიდებულნი მათნი - რკინის ხუნდებით.
9განუმზადონ მათ სამართალი დაწერილი, დიდებაა ის ყველა მისი წმიდანისათვის. ადიდეთ უფალი!
Next