Eleos

Contents

ფსალმუნი - 150

Previous
1ადიდეთ უფალი. ადიდეთ ღმერთი თავის წმიდაში, ადიდეთ იგი მისი ძლიერების მყარში.
2ადიდეთ იგი მისი ძლიერებით, ადიდეთ იგი მისი სიდიადის მრავალგვარობით.
3ადიდეთ იგი ბუკის ცემით, ადიდეთ იგი ჩანგით და ქნარით.
4ადიდეთ იგი დაფით და როკვით, ადიდეთ იგი ებანით და სტვირით.
5ადიდეთ იგი ტკბილხმოვანი წინწილებით, ადიდეთ იგი მაღალხმოვანი წინწილებით.
6ყოველმა სულდგმულმა ადიდოს უფალი. ადიდეთ უფალი!
Next