Eleos

Contents

ფსალმუნი - 148

Previous
1ადიდეთ უფალი. ადიდეთ უფალი ზეციდან, ადიდეთ იგი სიმაღლეებში.
2ადიდეთ იგი, ყოველნო ანგელოზნო მისნო, ადიდეთ იგი, ყოველნო ძალნო მისნო.
3ადიდეთ იგი, მზეო და მთვარევ, ადიდეთ იგი, ყოველნო შუქურვარსკვლავნო.
4ადიდეთ იგი, ცანო ცათანო, და წყლებო, რომელნიც ცათა მაღლა ხართ.
5ადიდონ სახელი უფლისა, რადგან მან ბრძანა და შეიქმნენ.
6და დააყენა ისინი უკუნითი უკუნისამდე, კანონი მისცა და არავინ გადაუხვევს.
7ადიდეთ უფალი დედამიწიდან, ვეშაპნო და ყოველნო უფსკრულნო,
8ცეცხლო და სეტყვავ, თოვლო და კვამლო, ქარბუქო, მისი სიტყვის შემსრულებელო,
9მთანო და ყოველნო ბორცვნო, მსხმოიარე ხევ და ყოველნო კედარნო.
10მხეცნო და ყოველნო პირუტყვნო, ქვეწარმავალო და ფრინველო ფრთოსანო;
11მეფენო ქვეყნისა და ყოველნო ერნო, მთავარნო და ყოველნო მსაჯულნო ქვეყნისა.
12ჭაბუკნო და თქვენც, ქალწულნო, მოხუცნო, ყმაწვილებთან ერთად,
13ადიდეთ სახელი უფლისა, რადგან მხოლოდ მისი სახელია ამაღლებული, მისი სიდიდეა ქვეყნად და ცაში.
14და მოამაღლა ღირსება თავისი ხალხისა, დიდება ყოველი მისი წმიდანისა, ძეთა ისრაელისა, მასთან დაახლოებული ხალხისა. ადიდეთ უფალი!
Next