ფსალმუნი - 13
Previous1ლოტბარს, დავითის ფსალმუნი. თქვა უგუნურმა თავის გულში: „არ არის ღმერთი“. გაირყვნენ, სისაძაგლე ჩაიდინეს; არავინ არის კეთილის მქნელი.
2უფალმა ზეციდან გადმოხედა ადამიანთა შვილებს, რომ დაენახა, თუ არის ვინმე ჭკუათმყოფელი, ღმერთს რომ ეძიებს.
3ყველამ უარყო, ერთაანად საძულველნი გახდნენ; არ არის მქნელი კეთილისა, ერთიც არ არის.
4ნუთუ ვერ შეუგნიათ უკანონოების ჩამდენთ, ჩემი ხალხის მჭამელთ, პურს რომ სჭამენ და ღმერთს არ უხმობენ?
5იქ შეკრთნენ შიშით, რადგან ღმერთი მართალთა თაობაშია.
6თქვენ დასცინეთ რჩევას საწყლისას, რაკი ღმერთია მისი მფარველი.
7ვინ მისცემს სიონიდან ისრაელს ხსნას? ოდეს შემოაქცევს ღმერთი თავის ხალხის ტყვეობას, მოილხენს იაკობი, გაიხარებს ისრაელი.
Next