ფსალმუნი - 12
Previous1გუნდის ლოტბარს, დავითის ფსალმუნი.
2როდემდე დამივიწყებ, უფალო, სამუდამოდ? როდემდე იქნები პირმიქცეული ჩემგან?
3როდემდე ვინახო ზრახვანი ჩემს სულში, ნაღველი ჩემს გულში ყოველდღიურად? როდემდე აღზევდება მტერი ჩემზე?
4მომხედე, მიპასუხე, უფალო, ღმერთო ჩემო! მოჰფინე სინათლე ჩემს თვალებს, რომ არ დავიძინო სასიკვდილოდ.
5თორემ იტყვის ჩემი მოძულე: „დავძლიე იგი“. გაიხარებენ ჩემი მტრები, თუ წავბორძიკდი.
6ხოლო მე შენი წყალობის იმედი მაქვს, შენი შველით იხარებს ჩემი გული; ვუგალობებ უფალს, ჩემს კეთილისმყოფელს.
Next