Eleos

Contents

ფსალმუნი - 14

Previous
1ფსალმუნი დავითისა. უფალო! ვინ დაისადგურებს შენს კარავში? ვინ დამკვიდრდება შენს წმიდა მთაზე?
2ვინც უმწიკვლოდ დადის, სიმართლის მოქმედია და ჭეშმარიტებას ლაპარაკობს თავის გულში.
3ვინც არავის გასჭორავს თავისი ენით, ცუდს არ გაუკეთებს მოყვასს და აუგს არ იტყვის ახლობელზე.
4ვის თვალშიც დამცირებულია საზიზღარი, ხოლო ღვთის მოშიშებს პატივსა სცემს; ვინც დაიფიცებს თავის საზიანოდ და არ შეცვლის;
5ვინც ფულს ვახშით არ გასცემს და ქრთამს უდანაშაულოზე არ აიღებს; ამის მოქმედი არასოდეს წაფორხილდება.
Next