ფსალმუნი - 128
Previous1გალობა აღსავალთა. მრავალგზის მავიწროებდნენ ჩემი ყრმობიდან, თქვას ისრაელმა.
2მრავალგზის მავიწროებდნენ ჩემი ყრმობიდან, მაინც ვერ მძლიეს.
3ჩემს ზურგზე ხნავდნენ მხვნელები და გაჰყავდათ გრძელი კვლები.
4უფალი სამართლიანია: დაამსხვრია ხუნდები ბოროტთა.
5შერცხვებიან და უკუიქცევიან ყოველნი მოძულენი სიონისა.
6იქნებიან, როგორც ერდოს ბალახი, რომელიც მოწყვეტამდე გახმება.
7რომლითაც ვერ აივსებს პეშვს მომკელი და იღლიას - ძნის შემკვრელი.
8და არ ეტყვიან გამვლელნი: კურთხევა უფლისა თქვენ; გაკურთხებთ თქვენ უფლის სახელით.
Next