Eleos

Contents

ფსალმუნი - 129

Previous
1გალობა აღსავალთა. სიღრმეებიდან მოგიხმობ შენ, უფალო;
2უფალო, ისმინე ჩემი ხმა. მზად იყვნენ შენი ყურები ჩემი ვედრების ხმის მოსასმენად.
3თუ ცოდვებს შემოგვინახავ, უფალო, ვინ დაგიდგება?
4მაგრამ შენს მიერ არის შენდობა, რათა გეკრძალონ.
5მეიმედება უფალი, ესავს ჩემი სული და მის სიტყვას ველოდები.
6სული ჩემი ელოდება უფალს უფრო მეტად, ვიდრე გუშაგნი დილას, გუშაგნი დილას,
7ესავდეს ისრაელი უფალს, რადგან უფალთან არის წყალობა და უხვია დახსნა მისმიერი.
8და ის დაიხსნის ისრაელს ყველა ბრალისაგან.
Next