Eleos

Contents

ფსალმუნი - 127

Previous
1გალობა აღსავალთა. ნეტარია ყოველი, რომელსაც ეშინია უფლისა და იარება მისი გზებით.
2შენი ხელების ნაყოფს თუ ჭამ, ნეტარება შენ და სიკეთე შენ!
3ცოლი შენი, ვითარცა ვაზი მსხმოიარე შენი სახლის კიდეებში; შენი შვილები, ვითარცა ყლორტები ზეთისხილისა, შენი სუფრის გარშემო.
4აგერ, ასე რომ იკურთხება კაცი მოშიში უფლისა.
5გაკურთხოს შენ უფალმა სიონიდან, და იხილე სიკეთე იერუსალიმისა მთელი შენი სიცოცხლე.
6იხილე შვილნი შვილთა შენთა. მშვიდობა, ისრაელს!
Next