Eleos

Contents

ფსალმუნი - 120

Previous
1გალობა აღსავალთა. მივაპყრობ თვალებს მთებს: საიდან მოვა ჩემი შეწევნა?
2ჩემი შეწევნა უფლისგანაა, რომელმაც შეჰქმნა ცა და ქვეყანა.
3არ წააბორძიკებს შენს ფეხს; არ წათვლემს დამცველი შენი.
4აჰა, არ წათვლემს და არ დაიძინებს მცველი ისრაელისა.
5უფალია შენი მცველი; უფალი, შენი მფარველი - შენი მარჯვენის გვერდით.
6დღისით მზე არ გავნებს და ღამით მთვარე.
7უფალი დაგიცავს ყოველგვარი ბოროტისაგან, დაიცავს შენს სულს;
8უფალი დაიცავს შენს წასვლას და მოსვლას ამიერიდან და უკუნისამდე.
Next