ფსალმუნი - 119
Previous1გალობა აღსავალთა. უფალს ჩემი გაჭირვების ჟამს მოვუხმე და მიპასუხა.
2უფალო, იხსენი ჩემი სული ცრუ ბაგეთაგან, მზაკვარი ენისაგან.
3რას მოგცემს შენ და რას შეგძენს შენ ენა მზაკვარი?
4მეომრის მომახულ ისარს, წნორნარის ნაკვერცხლებთან ერთად.
5ვაიმე, ხიზანი ვარ მეშექისა, ვბინადრობ კედარის კარვებთან.
6დიდხანს მკვიდრობდა ჩემი სული მშვიდობის მოძულეებთან.
7მე მშვიდობა მსურს და რომ დავილაპარაკებ, ისინი საომრად ემზადებიან.
Next