ფსალმუნი - 121
Previous1გალობა აღსავალთა. დავითისათვის. გავიხარე, როცა მითხრეს: უფლის სახლში წავიდეთ.
2იდგნენ ფეხნი ჩვენნი შენს კარიბჭეებში, იერუსალიმო!
3იერუსალიმი ნაგებია, როგორც ქალაქი ერთად შერწყმული.
4რადგან იქ ავიდნენ ტომნი, ტომნი უფლისანი სამოწმებლად ისრაელისა, სადიდებლად უფლის სახელისა.
5რადგან იქ იდგა ტახტები სამართლისა, ტახტები დავითის სახლისა.
6ითხოვეთ მშვიდობა იერუსალიმისათვის; დამშვიდდნენ მოყვარულნი შენნი.
7იყოს მშვიდობა შენს ზღუდეებში, სიმშვიდე შენს სასახლეებში.
8ჩემთა ძმათა და მეგობართა გამო, ვამბობ: მშვიდობა შენ!
9ჩვენი უფალი ღმერთის სახლისთვის გისურვებ სიკეთეს შენ.
Next