Eleos

Contents

ფსალმუნი - 112

Previous
1ადიდეთ უფალი! ადიდეთ, მორჩილნი უფლისა, ადიდეთ უფლის სახელი!
2იყოს სახელი უფლისა კურთხეული ამიერიდან უკუნისამდე.
3მზის აღსავლიდან დასავალამდე განდიდებულია სახელი უფლისა.
4მაღალია ყველა ხალხზე უფალი, ცათა მაღლაა მისი დიდება.
5ვინ არის, ვითარცა უფალი, ღმერთი ჩვენი, მაღლა დამკვიდრებული?
6დაბლა მჭვრეტელი, რომ ხედავდეს ცას და ქვეყანას,
7წამოაყენოს მტვრიდან საწყალი, სანაგვიდან აღამაღლოს ღატაკი.
8რათა დასვას დიდებულებთან, თავისი ხალხის დიდებულებთან.
9უშვილოს სახლში დაამკვიდროს დედად, რომელიც ხარობს თავის შვილებით. ადიდეთ უფალი!
Next