ფსალმუნი - 111
Previous1ადიდეთ უფალი. ნეტარ არს კაცი მოშიში უფლისა, მის მცნებათა ფრიად მოყვარული.
2ძლიერი იქნება ქვეყნიერებაზე შთამომავლობა მისი. მართალთა თაობა დაილოცება.
3სიუხვე და სიმდიდრეა მის სახლში და მისი სიმართლე მარადიულია.
4ამოაბრწყინებს სიბნელეში შუქს, გულწრფელთათვის მოწყალე, შემბრალე და მართალი.
5კარგია კაცი მოწყალე და გამსესხებელი - გამრთულად ილაპარაკებს სამართალში.
6რადგან უკუნისამდე არ წაბორძიკდება; საუკუნოდ გასახსენებლად იქნება მართალი.
7ცუდი ამბისა არ შეეშინდება; მტკიცეა მისი გული, მინდობილია უფალზე.
8იმედნეულია გული მისი; არ შეშინდება, ოდეს იხილავს თავის მტრებს.
9გაანიავა, მისცა ღატაკებს; მისი სიმართლე მარადიულია, მისი ღირსება ამაღლდება დიდებით.
10ბოროტი ნახავს და განრისხდება, კბილებს დააღრჭენს და დადნება; ბოროტეულთა საწადელი წარიხოცება.
Next