ფსალმუნი - 110
Previous1ადიდეთ უფალი. ვადიდებ უფალს მთელი გულით წმიდანთა შეკრებილობასა და თემში.
2დიდია საქმენი უფლისა, სასურველია ყველა მოყვარულთათვის.
3სიმშვენიერე და ბრწყინვალებაა საქმე მისი, და სიმართლე მისი მარადიულია.
4სამახსოვროდ ქმნა საოცრებანი თვისნი, მოწყალე და შემბრალებელია უფალი.
5ნადავლი მისცა თავის მოშიშებს; ახსოვს მარადის აღთქმა თავისი.
6ძალა თავის საქმეთა გააგებინა თავის ხალხს, რომ მიეცა მათთვის მემკვიდრეობა წარმართთა.
7მის ხელთა საქმენი ჭეშმარიტება და სამართალია, სარწმუნოა ყველა მცნება მისი.
8იმედნეულნი არიან უკუნითი უკუნისამდე, დაფუძნებულნი ჭეშმარიტებასა და სისწორეზე.
9ხსნა მოუვლინა თავის ხალხს; მცნებად დაუდო საუკუნოდ აღთქმა თავისი; წმიდა და საშიშია სახელი მისი.
10სიბრძნის დასაბამია შიში უფლისა; აზრკეთილია ყველა, ვინც მათ ასრულებს. მისი დიდება მარადიულია.
Next