თავი - 6
Previous1მიუგო იობმა და უთხრა:
2რომ აწონილიყო ჩემი წუხილი და ჩემი ტანჯვა ერთბაშად დადებულიყო სასწორზე,
3ახლა ზღვის ქვიშაზე უფრო მძიმე იქნებოდა; ამიტომაც სიმწრით არის სავსე ჩემი სიტყვები.
4რადგან ჩარჭობილი მაქვს ყოვლადძლიერის ისრები და შხამს წოვს ჩემი სული. ღვთის საშინელებებმა შემომიტიეს.
5ყროყინებს გარეული ვირი საბალახოზე? თუ ბღავის ხარი თავის თივის წინ?
6თუ ჭამენ უგემურს, უმარილოს? თუ არის რაიმე გემო კვერცხის ცილაში?
7გული არ მიმდის, ისეთი საძაგელია ჩემი პური.
8ნეტავ ახდებოდეს ჩემი ნატვრა და გამიმართლებდეს იმედს ღმერთი!
9ნეტავ ინებებდეს ღმერთი და დამლეწავდეს, აუშვებდეს ხელს და გამკვეთავდეს!
10იქნებოდა კიდევ ნუგეში და უწყალო სატანჯველში ვინეტარებდი, რადგან არ უარმიყვია წმიდის სიტყვები.
11რა არის ჩემი ძალა, რომ დავენდო? რა არის ჩემი ბოლო, რომ დავითმინო?
12განა ქვის ძალაა ჩემი ძალა, განა სპილენძია ჩემი ხორცი?
13აღარ არის იმედი ჩემში, წარკვეთილი მაქვს გადარჩენის სასო.
14გაწამებულს მეგობრისგან აქვს წყალობა, თუნდაც დაივიწყოს ყოვლადძლიერის შიში.
15ჩემი მოძმენი მუხანათობენ ხევებივით, ხევების ღვარივით მიედინებიან.
16ყინულისგან ჩაშავებულნი, მათ ქვეშ თოვლი იმალება.
17გადნებიან და გაქრებიან; დააცხუნებს და ადგილზევე აორთქლდებიან,
18იცვლიან კალაპოტებს, გადიან უდაბნოში და იკარგებიან,
19თემას გზებს გაჰყურებენ, შებას სავალნი ელოდება მათ;
20შერცხვებიან, იმედი რომ ჰქონდათ, მივლენ იქ და გაფითრდებიან.
21რადგან ახლა არარაობა ხართ, იხილეთ საშინელება და შეძრწუნდით,
22ხომ გითხარით, მომიტანეთ-მეთქი, თქვენი დოვლათიდან გაიღეთ-მეთქი ჩემი გულისთვის,
23დამიხსენით მტრის ხელიდან და მძლავრთა ხელიდან გამომისყიდეთ,
24მასწავლეთ და დავდუმდები, გამაგებინეთ ჩემი ბრალი-მეთქი.
25როგორ ჭრის მართალი სიტყვა! მაგრამ რა ძალა აქვს თქვენს საყვედურებს?
26როგორ შეთხზავთ სასაყვედურო სიტყვებს! ქარს მიაქვს სასოწარკვეთილის ნათქვამი.
27ობოლზეც კი წილსა ყრით და ძირს უთხრით თქვენს მეგობარს.
28ახლა კი მომხედეთ მე, თუ ვიცრუო თქვენს წინაშე.
29მობრუნდით, არ იქნება ტყუილი! ჰო, მობრუნდით, ჩემი სიმართლეა აქ!
30აბა თუ არის ჩემს ენაზე ტყუილი? თუ ვერ ხვდება ჩემი სასა ბოროტებას?
Next