Eleos

Contents

თავი - 35

Previous
1კვლავ მიუგო ელიჰუმ და უთხრა:
2ნუთუ სამართლიანად მიგაჩნია, რომ ამბობ, ღმერთზე მართალი ვარო?
3რომ ამბობ, რას მარგებს, რას მომიტანს ჩემი უცოდველობაო?
4მე შეგიბრუნებ სიტყვას შენ და შენს მეგობრებსაც:
5ახედე ცას და დაინახე, შეხედე ცარგვალს - ხომ შენზე მაღალია?
6რას დაუშავებ მას შენი შეცოდებით? რაც უნდა იმრავლოს შენმა დანაშაულმა, რას ავნებ მას?
7რას შემატებ მას შენი სიმართლით ან რას უნდა გემოელოდეს შენგან?
8მხოლოდ კაცს, შენივე მსგავსს, ეხება შენი უკეთურება და ადამის ძეს - შენი სიმართლე.
9ბევრი ჩაგვრისაგან კვნესიან, შველას ითხოვენ ძლიერთა მკლავებიდან.
10არავინ ამბობს: სად არის ღმერთი, ჩემი შემქმნელი, ღამით გალობათა მომმადლებელი?
11რომელმაც განგვასწავლა მიწის მხეცებზე მეტად და ცის ფრინველებზე მეტად განგვაბრძნო?
12იქ კვნესიან ისინი და პასუხს არ სცემს ღმერთი უკეთურთა ამპარტავნობის გამო.
13ჭეშმარიტად სიცრუეს არ მოისმენს ღმერთი და არ მოხედავს მას ყოვლადძლიერი.
14თუმცა შენ ამბობ, რომ ვერ ხედავ მას, მაგრამ სამართალი მის წინაშეა, დაელოდე.
15თუ ახლა არა, ოდესმე მაინც გამოაჩენს თავის რისხვას და არად ჩააგდებს მეტისმეტ სიამპარტავნეს.
16ამაოდ გახსნა პირი იობმა და უაზროდ ახვავებს სიტყვებს.
Next