თავი - 21
Previous1მიუგო იობმა და უთხრა:
2კარგად მოისმინეთ ჩემი სიტყვა და ეს იყოს თქვენგან ნუგეშისცემა:
3ჯერ მე დამაცადეთ ლაპარაკი და, როცა ვიტყვი სათქმელს, დამცინეთ.
4განა ადამიანს ვუჩივივარ მე? როგორ შევძლია, რომ სულმოკლე არ ვიყო?
5შემომხედეთ და შეძრწუნდით; პირზე დაიდევით ხელი.
6ამის გაფიქრებაც კი მზარავს, შიშისზარი იპყრობს ჩემს ხორცს.
7რატომ არის, რომ ბოროტეულნი ცოცხლობენ, ბერდებიან და უფრო მძლავრდებიან?
8მათი მონაგარი მყარად დგას მათ წინაშე და მათი შთამომავლობა მათ თვალწინაა.
9მათი სახლები შიშისგან დაცულია და არც ღვთის კვერთხია მათზე დაღირებული;
10მისი ბუღა ბუღობს, არ ააცდენს; მისი ფური იგებს, არ უკვდება;
11ცხვრებივით გარეკავენ თავიანთ ბავშვებს და კუნტრუშობენ მათი შვილები;
12უკრავენ დოლსა და ქნარს და მხიარულობენ სალამურის ხმაზე;
13განლევენ განცხრომით თავიანთ დღეებს და ანაზდეულად ჩახდებიან შავეთში;
14ღმერთს ეუბნებიან: ჩამოგვეცალე! არ გვსურს ვიცოდეთ შენი გზებიო;
15რა არის ყოვლადძლიერი, რომ ვემსახუროთ? რას გვარგებს, რომ ვეხვეწოთო?
16აჰა, მათ ხელში არ არის მათი კეთილდღეობა? ბოროტეულთა რჩევა შორს არის ჩემგან!
17რამდენგზის ჩამქრალა ბოროტეულთა ლამპარი? რამდენგზის დასტეხიათ უბედურება? ის ანაწილებს ხვედრს თავის რისხვის ჟამს.
18იქნებიან ჩალასავით ქარის წინაშე და ქარბორბალასგან მოტაცებულ ბზესავით.
19განა ინახავს ღმერთი სატანჯველს მისი შვილებისთვის? მხოლოდ მას მიუზღავს და ეცოდინება.
20მისმა თვალებმა იხილონ მისი თასი და თავად შესვას ყოვლადძლიერის რისხვა.
21რადგან რაღა საზრუნავი ექნება თავის სახლში სიკვდილის შემდეგ, რადგან მისი თვეები უკვე დათვლილია?
22განა ღმერთს ესწავლება ჭკუა, როცა ის ანგელოზებს ასამართლებს?
23ზოგი სრულ სიმრთელეში კვდება, ყოვლად მშვიდი და უზრუნველი;
24მისი შიგანი სავსეა ქონით და მისი ძვლები ტვინით არის დაპოხილი.
25ზოგი სულგამწარებული კვდება და არ უნახავს სიკეთის გემო.
26ერთად წვანან ისინი მიწაში და ჭიაღუებით არიან დაფარულნი.
27აჰა, მიგიხვდით ფიქრებს და მზაკვრობას, რასაც მიმზადებთ.
28რადგან ამბობთ: სად არის ქველი კაცის სახლი და სად არის ბოროტეულთა კარავ-სადგომიო?
29შეეკითხეთ გზაზე ჩამვლელებს და მათ მოწმეებს ნუ უარყოფთ:
30დაღუპვის დღეს დაცულია ბოროტი კაცი, გარიდებულია რისხვის დღეს.
31ვინ ამხილებს მას პირში მისი საქციელის გამო? ვინ მიუზღავს ნამოქმედარისთვის?
32სასაფლაოზე წაასვენებენ და მცველად დაუდგება საფლავის ბორცვი.
33ეამება ხევის კოლბოხები და ყოველი კაცი მას მიჰყვება. იმათ კი სათვალავი არა აქვთ, ვინც მის წინ იყვნენ.
34როგორღა მანუგეშებთ ამაოებით? მტკნარი სიცრუეა თქვენი პასუხები.
Next