თავი - 17
Previous1შემემუსრა სული, ჩამიქრა დღეები, საფლავი მზადაა ჩემთვის.
2მხოლოდ მქირდავნი მარტყიან გარს და მათგან სიმწრით აღამებენ ჩემი თვალები.
3მომხედე, გამიწიე თავდებობა შენს წინაშე! ხელს ხელზე სხვა ვინ დამკრავს?
4რადგან დახურე მათი გული გონიერებისთვის, ამიტომაც არ აღაზევებ მათ.
5ვინც მეგობრებს გასცემს ანგარებით, მათ შვილებს თვალის ჩინი აკლდება.
6ხალხის საარაკოდ გამხადა და პირში საფურთხებლად ვიქეცი.
7დარდისაგან თვალი დამევსო და დამიჭლევდა სხეულის ასოები.
8გაოგნდებიან ამის გამო წრფელნი და უბრალონი უღვთოებს აუმხედრდებიან.
9მართალი თავის გზას დაიჭერს და ხელწმიდა კაცი ძალას მოიცემს.
10თქვენ კი, მობრუნდით, მოდით ყველანი; ბრძენს მაინც ეერ ვპოვებ თქვენს შორის.
11ჩაიარეს ჩემმა დღეებმა, გამიქარწყლდა ზრახვები - ჩემი გულის მონაგარი.
12ისინი ღამეს დღედ აქცევენ, მიადგა ნათელი წყვდიადის პირს.
13თუ მოველი რასმე - ქვესკნელს, ჩემს სახლს; წყვდიადში გავშალე ჩემი სარეცელი.
14საფლავს ჩავძახე: მამა ხარ ჩემი! ჭიაღუებს - ჩემი დედა და ჩემი და ხართ-მეთქი!
15სადღაა ახლა ჩემი იმედი? ვინღა დაინახავს ჩემს იმედს?
16ჩავა ქვესკნელის კარიბჭეებისკენ, სადაც ერთად გვექნება სავანე მტვერში.
Next