თავი - 16
Previous1მიუგო იობმა და უთხრა:
2ბევრი მსმენია ამისთანები; ფუჭი ნუგეშისმცემლები ხართ ყველანი.
3თუ აქვს დასასრული ქარიან სიტყვებს? რამ გაგამწარა, ასეთ პასუხს როძ იძლევი?
4მეც თქვენსავით ვილაპარაკებდი, ჩემს ადგილზე რომ ყოფილიყავით? დაგიხვავებდით ამდენ სიტყვებს და თავის ქნევას დაგიწყებდით?
5გაგამხნევებდით ჩემი პირით და ჩემ ბაგეთა მოძრაობა განუგეშებდათ.
6თუ ვლაპარაკიაბ, ტკივილი არ მიამდება, ვდუმვარ და რა მშორდება?
7მაგრამ ახლა შემაღონა მან. შენ დამიქციე ერთიანად ჩემი სახლი!
8ნაოჭები გამიჩინე და მოწმედ მყვანან; ჩემი სიგამხდრე ჩემი პირისახით მემოწმება.
9მფლეთს თავისი რისხვით და მძულვარებს, კბილებს მიხრჭიალებს, მტერი თვალს ლესავს ჩემზე;
10პირი აქვთ დაღირებული ჩემზე, მაგინებენ და სახეში მცემენ, ხროვად შეთქმულან ჩემს წინააღმდეგ.
11უკეთურს შემატოვა ღმერთმა და ჩამაგდო ბოროტეულთა ხელში.
12უზრუნველად ვიყავი და დამლეწა, კისერში ჩამავლო ხელი და გამაცამტვერა, თავის სამიზნედ დამსვა.
13გარს შემომეხვივნენ მისი მშვილდოსნები; გამიგლიჯა გულღვიძლი, არ შემიბრალა, მიწაზე დამინთხია ნაღველი.
14გამანგრია და მანგრევს და მანგრევს, მეომარივით გამორბის ჩემსკენ.
15ჯვალო გადავიკერე კანზე და მტვერში ამოვთხვარე ჩემი დიდება.
16სახე დაწითლებული მაქვს ტირილისგან და ჩემს წამწამებზე სიკვდილის აჩრდილია.
17თუმცა მოძალადე არ ვყოფილვარ და ჩემი ლოცვაც სუფთა იყო!
18მიწავ, ნუ დაფარავ ჩემს სისხლს და ჩემი მოთქმა ნუ დაბრკოლდება!
19ახლაც კი, აჰა, ზეცაშია ჩემი მოწმე და ჩემი მეოხე ზესკნელშია!
20ჩემო დამცველნო, ჩემო მეგობრებო! ღვთის მიმართ იღვრება ჩემი ცრემლი,
21რომ ადამიანი ღმერთთან დაიცვას, როგორც კაცი თავის მოყვასთან.
22რადგან ჩამოთავდებიან წლები და უკანმოუქცეველ გზას დავადგები.
Next