Eleos

Contents

თავი - 30

Previous
1გააკეთე სამსხვერპლო საკმევად; ურთხელისგან გააკეთე იგი.
2სიგრძით ერთი წყრთა და სიგანით ერთი წყრთა; ოთხკუთხედი უნდა იყოს; სიმაღლე ორი წყრთა ჰქონდეს, რქები უნდა გამოდიოდეს მისგან.
3ხალასი ოქროთი მოჭედე იგი, მისი სახურავი, გარშემო კედლები და რქები. ოქროს გვირგვინი შემოავლე ირგვლივ.
4ორი ოქროს რგოლი გაუკეთე გვირგვინს ქვემოთ ორსავე გვერდზე, ორსავე მხარეს გაუკეთე. კეტების გასაყრელად იყოს, რომ მისი ტარება შეიძლებოდეს.
5კეტები ურთხელისგან გააკეთე და ოქროთი მოჭედე.
6დადგი იგი კრეტსაბმელის წინ, მოწმობის კიდობნის პირდაპირ რომ არის; სახურავის წინ, მოწმობის კიდობანს რომ ახურავს, სადაც მე გამოგეცხადებით.
7აკმიოს მასზე აარონმა სურნელოვანი საკმეველი; აკმიოს იგი დილაობით, როცა ლამპრებს გაამზადებს.
8როცა აანთებს აარონი ლამპრებს საღამოხანს, აკმიოს საკმეველი. ეს იყოს მუდმივსაკმევად უფლის წინაშე თაობიდან თაობაში.
9ნუ დასდებთ მასზე უცხო საკმეველს, ნურც აღსავღენს, ნურც ფქვილს; ნურც საღვრელს ნუ დაღვრით მასზე.
10შეასრულებს აარონი მიტევების წესს მის რქებზე წელიწადში ერთხელ; ცოდვის მისატევებელი მსხვერპლის სისხლით შეასრულებს მიტევების წესს წელიწადში ერთხელ თაობიდან თაობაში. წმიდათა წმიდა არის ეს უფლისათვის.
11ასე უთხრა უფალმა მოსეს:
12როცა შეუდგება ისრაელიანთა აღრიცხვას მათი სათვალავის გასაგებად, გადაუხადოს თითოეულმა აღრიცხვის დროს თავისი სულის გამოსასყიდი უფალს, რომ ჟამი არ მოედოთ აღრიცხვისას.
13ეს უნდა გადაიხადოს ყველამ, ვინც სათვალავში გადის: ნახევარი შეკელი საღვთო შეკელის მიხედვით: ოცი გერაა შეკელში; ნახევარი შეკელი საუფლო ძღვენია.
14ყველამ, ვინც კი სათვალავში გადის, ოცი წლის ასაკიდან მოყოლებული, ძღვენი უნდა მიართვას უფალს.
15მდიდარმა არ უნდა გადაამეტოს და ღარიბმა არ უნდა დააკლოს ნახევარ შეკელს, რასაც უფალს აძლევთ ძღვნად თქვენი სულის გამოსასყიდად.
16აკრიფე გამოსასყიდი ვერცხლი ისრაელიანთაგან და გაეცი სადღესასწაულო კარვის სამსახურისთვის. იყოს სამახსოვროდ ისრაელიანთათვის უფლის წინაშე თქვენი სულის გამოსასყიდად.
17ასე უთხრა უფალმა მოსეს.
18გააკეთე სპილენძის საბანელი და სპილენძის კვარცხლბეკი განსაბანად; დადგი იგი სადღესასწაულო კარავსა და სამსხვერბლოს შორის და წყალი ჩაასხი შიგ.
19ამ საბანელში განიბანონ აარონმა და მისმა შვილებმა ხელები და ფეხები.
20წყლით განიბანონ სადღესასწაულო კარავში შესვლისას, რათა არ დაიხოცონ. ან მაშინ, როცა სამსხვერპლოსთან მივლენ სამსახურის აღსასრულებლად, უფლისადმი საცეცხლო მსხვერპლის საკმევად.
21განიბანონ ხელები და ფეხები, რათა არ დაიხოცონ. სამარადისო წესად ჰქონდეთ ეს მას და მის შთამომავლობას, თაობიდან თაობაში.
22ასე უთხრა უფალმა მოსეს:
23აიღე საუკეთესო ნელსურნელებანი: ხუთასი შეკელი სუფთა მური, ამის ნახევარი - ორასორმოცდაათი სურნელოვანი დარიჩინი, ორასორმოცდაათი სურნელოვანი ლერწამი,
24ხუთასი შეკელი კასია საღვთო შეკელის მიხედვით, და ერთი ჰინი ზეთისხილის ზეთი.
25დაამზადე ყოველივე ამისგან წმიდა მირონი, შეზავებული მენელსაცხებელთა ხელოვნებით. წმიდა მირონი იქნება ეს.
26სცხე ეს სადღესასწაულო კარავს და მოწმობის კიდობანს.
27ტაბლას და მთელს მის ჭურჭელს, ლამპარს და მთელს მის ჭურჭელს, საკმევლის სამსხვერპლოს,
28აღსავლენის სამსხვერპლოს და მთელს მის ჭურჭელს, საბანელს და მის კვარცხლბეკს.
29განწმიდე ისინი და წმიდათა წმიდა გახდება ყველაფერი; წმიდა გახდება ყველა, ვინც კი მათ შეეხება
30სცხე აარონს და მის შვილებს და განწმიდე ისინი რომ მღვდლობა გამიწიონ მე.
31ისრაელიანებს ასე უთხარი: ეს მექნება წმიდა მირონად თაობიდან თაობაში.
32გარეშე კაცის სხეულს არ უნდა ეცხოს იგი, ნურც მის მსგავს ნაზავს დაამზადებთ სახმარად, რადგან სიწმიდეა იგი; სიწმიდე უნდა იყოს თქვენთვის.
33ვინც ამის მსგავს რასმე შეაზავებს და ვინც გარეშე კაცს სცხებს მათ, უნდა მოიკვეთოს თავისი ხალხიდან.
34უთხრა უფალმა მოსეს: აიღე სურნელებანი: შტახსი, ონიქსი, სურნელოვანი ხელბანა და სუფთა ლებონა, თანაბრად.
35დაამზადე მისგან სასაკმევლე ნაზავი მენელსაცხებელთა ხელოვნებით აზელილი, სუფთა, წმიდა.
36წვრილად დანაყე და დადევი მოწმობის კიდობნის წინ სადღესასწაულო კარავში, სადაც მე გამოგეცხადებით. წმიდათა წმიდა იყოს ეს თქვენთვის.
37არ დაამზადოთ ამგვარად შეზავებული საკმეველი მოსახმარად. სიწმიდედ გქონდეს იგი უფლისათვის.
38ვინც ამის მსგავსს დაამზადებს საყნოსავად, მოიკვეთება თავისი ხალხიდან.
Next