Eleos

Contents

თავი - 29

Previous
1აი, რა უნდა გააკეთოთ მათი კურთხევისათვის, რომ მღვდლობა გამიწიონ. აიყვანე ერთი კურატი და ორი ჯანსაღი ჭედილა,
2აიღე უფუარი პურები, ზეთში მოზელილი უფუარი ნამცხვრები და ზეთნაცხები უფუარი კვერები; ხორბლის გამტკიცული ფქვილისგან იყოს გამომცხვარი.
3ჩააწყვე ერთ კალათაში და მოიტანე კალათით, კურატი და ორი ჭედილაც მოიყვანე.
4მიიყვანე აარონი და მისი შვილები სადღესასწაულო კარვის შესასვლელთან და წყლით განბანე.
5აიღე შესამოსელი და შემოსე აარონი კვართით, ეფოდის მოსასხამით, ეფოდით და სამკერდულით, წელზე ეფოდის სარტყელი შემოარტყი.
6თავსაბურველი დაახურე თავზე და სიწმიდის ჯიღა მიუმაგრე თავსაბურველზე.
7აიღე მირონი, თავზე დაასხი და სცხე.
8მისი შვილებიც მოიყვანე და ისინიც შემოსე კვართით.
9სარტყელი შემოარტყი მათ, აარონს და მის შვილებს; ჩაჩები შემოაგრაგნე და მათი იქნება მღვდლობა სამარადისო წესით; აუვსე ხელი აარონს და მის შვილებს.
10მიიყვანე კურატი სადღესასწაულო კარვის წინ და თავზე დაადონ ხელები კურატს აარონმა და მისმა შვილებმა.
11დაკალი კურატი უფლის წინაშე, სადღესასწაულო კარვის შესასვლელთან.
12აიღე კურატის სისხლი და სცხე თითებით სამსხვერპლოს რქებს, ხოლო დანარჩენი სისხლი სამსხვერპლოს ძირს დაღვარე.
13აართვი მთელი ქონი, შიგნეულს რომ აკრავს, ღვიძლის ქონი, ორივე თირკმელი მათი ქონითურთ და სამსხვერპლოზე დაწვი საკმევად.
14კურატის ხორცი, მისი ტყავი და განავალი ცეცხლში დაწვი ბანაკის გარეთ, რადგან ცოდვის მსხვერპლია ეს.
15მოიყვანე ერთი ჭედილა და თავზე დაადონ ხელები აარონმა და მისმა შვილებმა.
16დაკალი ჭედილა, აიღე მისი სისხლი და ირგვლივ მოასხურე სამსხვერპლოს.
17ნაწილებად დასჭერი ჭედილა, გარეცხე შიგნეული და კიდურები და დააწყვე ისინი ამ ნაწილებზე და თავზე.
18დაწვი საკმევად მთელი ჭედილა სამსხვერპლოზე, რადგან ეს აღსავლენი მსხვერპლია უფლისათვის, ამოდსაყნოსელი; საცეცხლო მსხვერპლია ეს უფლისთვის.
19მოიყვანე მეორე ჭედილა და თავზე დაადონ ხელი ჭედილას აარონმა და მისმა შვილებმა.
20დაკალი ჭედილა, აიღე მისი სისხლი და სცხე აარონს ყურის ბიბილოზე, მის შვილებს მარჯვენა ყურის ბიბილოზე, მარჯვენა ხელის ცერზე და მარჯვენა ფეხის ცერზე, და ირგვლივ მოასხურე სისხლი სამსხვერპლოს.
21აიღე სამსხვერპლოზე დაღვრილი სისხლი და მირონი და ასხურე აარონს, მის შესამოსელს, მის შვილებს და მათ შესამოსელს. გაინათლება იგი და მისი შესამოსელი, და მასთან ერთად მისი შვილები და მათი შესამოსელი.
22აართვი ჭედილას ქონი, დუმა და ქონი შიგნეულს რომ აკრავს, ღვიძლის ბადექონი, ორივე თირკმელი, ქონიანად, მარჯვენა ბეჭი (რადგან ეს არის ხელავსების ჭედილა).
23ერთი პურის კოკორი, ერთი ზეთიანი ნამცხვარი, ერთი კვერი ხმიადებიანი კალათიდან, უფლის წინაშე რომ დგას.
24დაუწყვე ეს ყველაფერი ხელზე აარონს და მის შვილებს და შეარხიე უფლის წინაშე.
25ხელიდან გამოართვი ეს ყველაფერი და აკმიე სამსხვერპლოზე აღსავლენ მსხვერპლად, კეთილსურნელებად უფლის წინაშე; საცეცხლო მსხვერპლია ეს უფლისათვის.
26აიღე ხელდასხმის ჭედილას მკერდი, აარონისთვის რომ არის განკუთვნილი, და შეარხიე იგი უფლის წინაშე. ეს იქნება შენი წილი.
27განათლე შესარხეველი მკერდი და აღსამართავი ბეჭი, რომლებიც შეირხა და აღიმართა ხელავსების ჭედილასაგან, აარონისა და მისი შვილებისთვის რომ არის განკუთვნილი.
28ეს იყოს აარონისთვის და მისი შვილებისოვის სამარადისო წესი ისრაელიანთაგან, რადგან აღმართვაა ეს და აღსამართავი უნდა იყოს ისრაელიანთაგან; სამადლობელო მსხვერპლიდან უნდა აღიმართოს იგი უფლისათვის.
29წმიდა შესამოსელი, აარონს რომ ეკუთვნის, მის შემდეგ მისი შვილებისა იქნება, რომ ამ შესამოსელში სცხონ მათ და აუვსონ ხელი.
30შვიდ დღეს უნდა ემოსოს ეს შესამოსელი მის შვილს, ვინც მის ნაცვლად იქნება მღვდლად და მოვა სადღესასწაულო კარავთან, რომ სამსახური გასწიოს საწმიდარში.
31აიყვანე ხელავსების ჭედილა და წმიდა ადგილზე მოხარშე მისი ხორცი.
32სადღესასწაულო კარვის შესასვლელთან შეჭამონ აარონმა და მისმა შვილებმა ჭედილას ხორცი და პური, რომელიც კალათშია.
33შეჭამონ ეს, რომლითაც მიღებული აქვთ მიტევება ხელავსებისთვის და კურთხევისთვის. გარეშე კაცმა უნდა შეჭამოს, რადგან წმიდაა იგი.
34თუ დილისთვის დარჩა ხელავსების ხორცი და პური, ცეცხლში დაწვი მონარჩენი; არ იჭმევა, რადგან წმიდაა იგი.
35ყველაფერი ისე გაუკეთე აარონსა და მის შვილებს, როგორც მე გიბრძანე. შვიდ დღეში აუვსე მათ ხელი.
36ცოდვის კურატი შესწირე ყოველდღიურად მისატევებელ მსხვერპლთან ერთად, ცოდვებს ჩამორეცხავ სამსხვერპლოდან, როცა მიტევებას მიიღებ მასზე, და ზეთს სცხებ, რომ განათლო იგი.
37ცოდვის კურატი შესწირე ყოველდღიურად მიტევების მსხვერპლთან ერთად და ცოდვას მოაშორებ სამსხვერპლოს, როცა მიტევებას იქმ მასზე, ზეთს სცხებ და წმიდა ჰყოფ მას.
38შვიდ დღეს ჰქმენ მიტევება. სამსხვერპლოზე და განწმიდე იგი, და წმიდათა წმიდა გახდება სამსხვერპლო. რაც კი მიეკარება სამსხვერპლოს, წმიდა გახდება ყველაფერი.
39აი, რა უნდა გქონდეს გამზადებული სამსხვერპლოსთვის: ორი ერთწლიანი ბატკანი ყოველდღიურად, მუდმივად.
40ერთი ბატკანი დილისთვის გაამზადე, მეორე ბატკანი - საღამოსთვის.
41ჰინის ნაოთხალ გამოხდილ ზეთში აზელილი ეფის მეათედი გამტკიცული ფქვილი და ჰინის ნაოთხალი ღვინო საღვრელად ერთი ბატკნისათვის.
42მეორე ბატკანი საღამოსთვის გაამზადე. როგორც დილის ბატკანი, ესეც ფქვილთან და საღვრელთან ერთად ამოდ საყნოსელად საცეცხლო მსხვერპლად შესწირე უფალს.
43მუდმივ აღსავლენ მსხვერპლად თაობიდან თაობაში სადღესასწაულო კარვის შესასვლელთან უფლის წინაშე, სადაც გამოგეცხადებით ხოლმე, რომ შენ გელაპარაკო.
44აქ გამოვეცხადები ისრაელიანებს და განიწმიდება ჩემი დიდებით ეს ადგილი.
45წმიდავყოფ სადღესასწაულო კარავს და სამსხვერპლოს, წმიდავყოფ აარონს და მის შვილებს, რომ მღვდლობა გამიწიონ.
46დავივანებ ისრაელიანთა შორის და ღმერთი ვიქნები მათთვის.
47შეიგნებენ, რომ მე ვარ უფალი, მათი ღმერთი, რომელმაც გამოვიყვანე ისინი ეგვიპტელთა ქვეყნიდან, რომ მათ შორის დავივანო; მე ვარ უფალი, მათი ღმერთი.
Next