Eleos

Contents

თავი - 26

Previous
1ხოლო სავანე დაგრეხილი სელის, ლურჯი, ძოწეული და ჭიაფერი ქსოვილის ათი ნაჭრისაგან გააკეთე; ზედ ქერუბიმები ამოქარგე.
2თითოეული ნაჭრის სიგრძე ოცდარვა წყრთა იყოს, სიგანე - ოთხი წყრთა. ყველა ნაჭერი ერთი ზომის უნდა იყოს.
3ხუთი ნაჭერი ერთმანეთს გადაეკეროს, სხვა ხუთი ნაჭერი - ერთმანეთს.
4ლურჯი კილოები გაუკეთე ერთ ნაჭერს კიდეზე, ბოლოში, გადანაკერთან; ასევე გაუკეთე უკანასკნელი ნაჭრის კიდეს მეორე გადანაკერთან.
5ორმოცდაათი კილო გაუკეთე ერთ ნაჭერს; ორმოცდაათი კილო გაუკეთე ნაჭერს ბოლოში, მეორე გადანაკერთან. კილოები უნდა მიესადაგონ ერთმანეთს.
6გააკეთე ორმოცდაათი ოქროს კაუჭი და შეჰკარი კაუჭებით ნაჭრები, რომ სავანე მთლიანი გამოვიდეს.
7დაამზადე თხისურის ნაჭრები სავანის გადასახურავად. თხუთმეტი ასეთი ნაჭერი დაამზადე.
8ერთი ნაჭრის სიგრძე ოცდაათი წყრთა, სიგანე - ოთხი წყრთა; თერთმეტივე ნაჭერი ერთი ზომისა უნდა იყოს.
9ხუთი ნაჭერი ცალკე გადააკერე, ექვსი ნაჭერი - ცალკე; ორად მოკეცე მეექვსე ნაჭერი კარვის წინა მხარეს.
10გაუკეთე ორმოცდაათი კილო ბოლო ნაჭერს კიდეზე, გადანაკერთან, და ორმოცდაათი კილო მეორე ნაჭერს კიდეზე, გადანაკერთან.
11გააკეთე ორმოცდაათი სპილენძის კაუჭი და გაუყარე კილოებს კაუჭები. შეკარი გადასახურავი, რომ ერთიანი იყოს.
12გადასახურავს მორჩენილი ნაჭრის ნახევარი სავანის უკანა მხარეს იყოს ჩამოშვებული.
13სიგრძეზე მორჩენილი ნაჭრის ნაწილი სავანის ორივე მხარეს თითო წყრთაზე იყოს ჩამოშვებული, აქეთ და იქით, მის დასაფარავად.
14გააკეთე გადასაფარი დათრიმლული ცხვრის ტყავისგან. ზემო გადასაფარი თახაშის ტყავისგან.
15დაამზადე ბოძები სავანისთვის აკაციის სწორი ძელებისგან.
16ათი წყრთა უნდა იყოს ბოძის სიგრძე, ერთნახევარი წყრთა - სიგანე.
17ორ-ორი რიკი ჰქონდეს თითოეულ ბოძს, ერთმანეთს მისადაგებული. ასე გაუკეთე კარვის ყოველ ბოძს.
18დაამზადე ბოძები სავანისთვის: ოცი ბოძი სამხრეთ მხარეს.
19ორმოცი ვერცხლის ფეხი გაუკეთე ქვეშ ოცივე ბოძს; ორ-ორი ფეხი ერთი ბოძის ქვეშ მისი ორი რიკისთვის და ორი ფეხი მეორე ბოძის ქვეშ მისი ორი რიკისთვის.
20სავანის მეორე გვერდისთვის ჩრდილოეთ მხარეს ოცი ბოძი.
21და მათი ორმოცი ვერცხლის ფეხი, ორი ფეხი ერთი ბოძის ქვეშ, ორი ფეხიც მეორე ბოძის ქვეშ.
22სავანის უკანა მხარეს, დასავლეთით, ექვსი ბოძი დადგი.
23ორი ბოძი დაამზადე სავანის კუთხეებისთვის უკანა მხარისკენ.
24შეკრული უნდა იყოს ქვემოთ და ზემოთ ერთი რგოლით; ორივესთვის ასე უნდა იყოს; ორივე კუთხისთვის უნდა იყოს.
25რვა ბოძი და თექვსმეტი ვერცხლის ფეხი უნდა იყოს, ორ-ორი ფეხი თითოეული ბოძისთვის.
26დაამზადე ლარტყები ურთხელისგან ბოძებისთვის. ხუთი ლარტყი სავანის ერთ მხარეს,
27და ხუთი სავანის მეორე მხარეს; ხუთიც სავანის უკანა მხარეს, დასავლეთით.
28შუათანა ლარტყი ერთი კიდიდან მეორე კიდემდე უნდა გასდევდეს ბოძებს.
29ბოძები ოქროთი მოჭედე; მისი რგოლები, ლარტყეების გასაყრელები ოქროსი გააკეთე; ლარტყებიც ოქროთი მოჭედე.
30იმ წესით დადგი სავანე, როგორც მთაზე იხილე.
31გააკეთე ფარდა ლურჯი, ძოწისფერი და ჭიაფერი ქსოვილისგან და გრეხილი სელისგან; ზედ ქერუბიმები უნდა იყოს ამოქარგული.
32ურთხელის მოოქროვილ სვეტზე ჩამოკიდე; კაუჭები ოქროსი იყოს, ფეხები ვერცხლისა.
33ჩამოჰკიდე კრეტსაბმელი კაუჭებზე და შეიტანე მოწმობის კიდობანი კრეტსაბმელის უკან; კრეტსაბმელი გაგიმიჯნავთ წმიდა ადგილს წმიდათა წმიდასაგან.
34დაახურე სახურავი მოწმობის კიდობანს წმიდათა წმიდაში.
35დადგი ტაბლა კრეტსაბმელს გარეთ და ლამპარი ტაბლის პირდაპირ, სავანის გვერდით, სამხრეთით.
36გაუკეთე სავანის შესასვლელს ჩამოსაფარებელი ლურჯი, ძოწისფერი და ჭიაფერი ქსოვილისგან და გრეხილი, ნაქარგი სელისგან.
37გააკეთე ჩამოსაფარებლისთვის ხუთი სვეტი ურთხელისგან და ოქროთი მოჭედე, კაუჭები ოქროსი იყოს. ხუთი სპილენძის ფეხი ჩამოასხი მათთვის.
Next