Eleos

Contents

თავი - 7

Previous
1კედელი რომ აშენდა, კარები ჩავაყენე და კარისმცველნი, მგალობელნი და ლევიანნი განვაწესე.
2ვუბრძანე ხანანის, ჩემ ძმას, და ხანანიას, იერუსალიმის ციხისთავს, რომელიც მართალი და სხვებზე მეტად ღვთისმოშიში კაცი იყო.
3ვუთხარი, რომ იერუსალიმის კარიბჭეები არ გაეღოთ, ვიდრე მზე არ დააცხუნებდა, და დაეხურათ და ჩაეკეტათ კარები, ვიდრე იდგებოდნენ; მცველები იერუსალიმის მკვიდრთაგან დაეყენებინათ, თითოეული თავის საგუშაგოზე, თითოეული თავისი სახლის წინ.
4ქალაქი ფართო და დიდი იყო, ხალხი კი ცოტა იყო მასში და არც სახლები იყო აშენებული.
5ღმერთმა გულში ჩამიდო, რომ დიდებულები, თავკაცები და ხალხი აღსანუსხავად შემეკრიბა. ვიპოვნე პირველმოსულთა საგვარტომო ნუსხა, მასში ჩაწერილნი იყვნენ:
6ქვეყნის ის მკვიდრნი, რომელნიც ნაბუქოდონოსორ ბაბილონის მეფის მიერ გადასახლებულ ტყვეთაგან წამოვიდნენ და იერუსალიმში და იუდაში დაბრუნდნენ, თავ-თავიანთ ქალაქებში.
7აგრეთვე ისინი, ვინც ზერუბაბელთან, იესოსთან, ნეემიასთან, ყაზარიასთან, რაყამიასთან, ნახამანთან, მორდექაისთან, ბილშანთან, მისფერეთთან, ბიგვაისთან, ნეხუმთან და ბაყანასთან ერთად მოვიდნენ. ისრაელის ხალხის კაცთა რიცხვი იყო:
8ფარყოშის ძენი - ორიათას ასსამოცდათორმეტი,
9შეფატიას ძენი - სამას სამოცდათორმეტი,
10არახის ძენი - ექვსას ორმოცდათორმეტი,
11ფახათ-მოაბის ძენი, იეშუაყისა და იოაბის ძეთაგან - ორიათას რვაას თვრამეტი.
12ყელამის ძენი - ათას ორას ორმოცდათოთხმეტი.
13ზათუს ძენი - რვაას ორმოცდახუთი,
14ზაქაის ძენი - შვიდას სამოცი,
15ბინუის ძენი - ექვსას ორმოცდარვა,
16ბებაის ძენი - ექდსას ოცდარვა,
17ყაზგადის ძენი - ორიათას სამას ოცდაორი,
18ადონიკამის ძენი - ექვსას სამოცდაშვიდი,
19ბიგვაის ძენი - ორიათას სამოცდაშვიდი,
20ყადინის ძენი - ექვსასორმოცდათხუთმეტი.
21აცერის ძენი, ხიზკიას სახლიდან - ოთხმოცდათვრამეტი,
22ხაშუმის ძენი - სამას ოცდარვა,
23ბეცაის ძენი - სამას ოცდაოთხი,
24ხარიფის ძენი - ასთორმეტი,
25გაბაონის ძენი - ოთხმოცდათხუთმეტი,
26ბეთლემელი და ნეტოფელი კაცები - ასოთხმოცდარვა,
27ყანათოთელი კაცები - ასოცდარვა,
28ბეთ-ყაზმავეთელი კაცები - ორმოცდაორი,
29კირიეთ-იეყარიმელი, ქერიფელი და ბეეროთელი კაცები - შვიდას ორმოცდასამი,
30რამელი და გაბაყელი კაცები - ექვსას ოცდაერთი,
31მიქმასელი კაცები - ასოცდაორი,
32ბეთ-ელელი და ჰაღაიელი კაცები - ასოცდასამი,
33ნებო-ახერელი კაცები - ორმოცდათორმეტი,
34სხვა ყელამის ძენი - ათას ორას ორმოცდათოთხმეტი,
35ხარიმის ძენი - სამასოცი,
36იერეხოს ძენი - სამას ორმოცდახუთი,
37ლოდის, ხადიდის და ონოს ძენი - შვიდას ოცდაერთი,
38სენაას ძენი - სამიათას ცხრაას ოცდაათი,
39მღვდლები: იედაყიას ძენი იესოს სახლიდან - ცხრაას სამოცდაცამეტი,
40იმერის ძენი - ათას ორმოცდათორმეტი,
41ფაშხურის ძენი - ათას ორას ორმოცდაშვიდი,
42ხარიმის ძენი - ათას ჩვიდმეტი,
43ლევიანები: იესოს ძენი, კადმიელის სახლიდან, ჰოდეკას ძეთაგან - სამოცდათოთხმეტი,
44მგალობელნი: ასაფის ძენი - ას ორმოცდარვანი,
45კარისმცველნი: შალუმის ძენი, აცერის ძენი, ტალმონის ძენი, აკუბის ძენი, ხაციტას ძენი და შობაის ძენი - ას ოცდათვრამეტი,
46ნეთინელნი: ციხას ძენი, ხასუფას ძენი, ტაბაყოთის ძენი,
47კეროსის ძენი, სიყას ძენი, ფადონის ძენი,
48ლებანას ძენი, ხაგაბაბას ძენი, შალმაის ძენი,
49ხანანის ძენი, გიდელის ძენი, გახარის ძენი,
50რეაიას ძენი, რეცინის ძენი, ნეკოდას ძენი,
51გაზამის ძენი, ყუზანის ძენი, ფასეახის ძენი,
52ბასაის ძენი, მეყუნიმის ძენი, ნეფიშსიმის ძენი,
53ბაკბუკის ძენი, ხაკუფას ძენი, ხარხურის ძენი,
54ბაცლითის ძენი, მეხიდას ძენი, ხარშას ძენი,
55ბარკოსის ძენი, სისრას ძენი, თამახის ძენი,
56ნეციახის ძენი, ხატიფას ძენი,
57სოლომონის მორჩილთა ძენი, სოყაის ძენი, სიფერეთის ძენი, ფერიდას ძენი,
58იაყლას ძენი, დარკონის ძენი, გიდელის ძენი,
59შეფატიას ძენი, ხატილის ძენი, ფოქერეთ-ჰაცება იმის ძენი, ამონის ძენი.
60შეწირულნი და სოლომონის მორჩილთა ძენი სულ სამას ოთხმოცდათორმეტნი იყვნენ.
61აჰა, თელ-მელახიდან, თელ-ხარშადან, ქერუბ-ადონიდან და იმერიდან გამოსულნი, რომელთაც აღარ შეეძლოთ რაიმე ეთქვათ თავიანთ მამისსახლზე და მოდგმაზე, ისრაელიდან იყვნენ თუ არა,
62დელაიას ძენი, ტობიას ძენი და ნეკოდას ძენი - ექვსას ორმოცდაორი.
63მღვდელთაგან: ხობაიას ძენი, ჰაკოცის ძენი და ძენი ბარზილაისა, ბარზილაი გალაადელის ასულთაგანი რომ შეირთო და მათ სახელზე დაეწერა.
64ეძებეს მათ თავიანთი სია საგვარტომო ნუსხაში, მაგრამ ვერ იპოვნეს, ამიტომაც გაათავისუფლეს მღვდლობიდან.
65განმგებელმა ისინი გააფრთხილა, რომ წმიდათა წმიდადან არ ეჭამათ, ვიდრე მღვდელი არ დადგებოდა ურიმითა და თუმიმით.
66მთელ კრებულში ერთიანად ორმოცდაორი ათსამასსამოცნი იყვნენ,
67ყმებისა და მხევლების გარდა; ისინი სულ შვიდიათას სამას ოცდაჩვიდმეტნი იყვნენ. მათგან ორას ორმოცდახუთი მგალობელი ქალი და კაცი იყო.
68მათ ჰყავდათ შვიდას ოცდათექვსმეტი ცხენი, ორას ორმოცდახუთი ჯორი,
69ოთხას ოცდათხუთმეტი აქლემი და ექვსი შვიდას ოცი სახედარი.
70ზოგიერთმა მამისსახლის თავკაცმა სამუშაოსთვის მესაწირავი გაიღო; თირშათამ შესწირა საგანძურს ათასი დრაქმა ოქრო, ორმოცდაათი თასი, ხუთას ოცდაათი სამღვდელო კვართი.
71მამისსახლის თავკაცთაგან საგანძურს შესწირეს სამუშაოსთვის ოცი ათასი დრაქმა ოქრო და ორიათას ორასი მინა ვერცხლი.
72დანარჩენმა ხალხმა შესწირა ოციათასი დრაქმა ოქრო, ორი ათასი მინა ვერცხლი და სამოცდაშვიდი სამღვდელო შესამოსელი.
73დაიწყეს ცხოვრება მღვდლებმა, ლევიანებმა, კარისმცველებმა, მგალობლებმა, მდაბიორებმა, შეწირულებმა და მთელმა ისრაელმა თავიანთ ქალაქებში. დადგა მეშვიდე თვე და ისრაელიანები თავიანთ ქალაქებში იყვნენ.
Next