თავი - 12
Previous1აჰა, ის მღვდლები და ლევიანები, ზერუბაბელ შალთიელის ძესთან და იესოსთან ერთად რომ მოვიდნენ: შერაია, იერემია, ეზრა,
2ამარია, მალუქი, ხატუში,
3შექანია, რეხუმი, მერემოთი,
4ყიდო, გინთოი, აბია,
5მიამინი, მაყადია, ბილგა,
6შემაყია, იოიარიბი, იედაყია,
7სალუ, ყამოკი, ხილკია, იედაყია. ესენი იყვნენ მღვდელთა წინამძღვარნი და მათი ძმები იესოს დროს.
8ლევიანები: იესო, ბინუი, კადმიელი, შერებია, იუდა და მათანია, რომელიც სამადლობელ გალობას ხელმძღვანელობდა თავის ძმებთან ერთად.
9ბავბუკია, ყუნი, მათი ძმები მათ მოპირდაპირე მხარეზე გუშაგობდნენ.
10იესომ შვა იოაკიმი, იოაკიმმა შვა ელიაშიბი, ელიაშიბმა შვა იოიადაყი,
11იოიადაყმა შვა იონათანი, იონათანმა შვა იადუაყი.
12ოაკიმის დღეებში მღვდლები - მამისსახლთა თავკაცები იყვნენ: სერაიას სახლიდან - მერაია, იერემიას სახლიდან - ხანანია,
13ეზრას სახლიდან - მეშელამი, ამარიას სახლიდან - იეჰოხანანი.
14მალუქის სახლიდან - იონათანი, შებანიას სახლიდან - იოსები.
15ხარიმის სახლიდან - ყადნა, მერაიოთის სახლიდან - ხელკაი.
16ყიდოს სახლიდან - ზაქარია, გინთონის სახლიდან - მეშულამი,
17აბიას სახლიდან - ზიქრი, მინიამინის სახლიდან და მოყადიას სახლიდან - ფილტაი,
18ბილგას სახლიდან - შამუაყი, შემაყიას სახლიდან - იეჰონათანი,
19იოიარიბის სახლიდან - მათნაია, იადაყიას სახლიდან - ყუზი,
20სალაის სახლიდან - კალაი, ყამოკის სახლიდან - ყებერი,
21ხელკიას სახლიდან - ხაშაბია, იედაყიას სახლიდან - ნათანიელი.
22ლევიანები - მამისსახლთა თავკაცები, ელიაშიბის, იოიადაყის, იოხანანისა და იოდუაყის დროს არიან ნუსხაში ჩაწერილნი, ხოლო მღვდლები დარიოს სპარსელის მეფობის დროს.
23ლევის ძენი, მამისსახლთა თავკაცები, მატიანეთა წიგნში ჩაწერილნი არიან იოხანან ელიაშიბის ძის დღეებამდე.
24ლევიანთა თავკაცები: ხაშაბია, შერებია, იესო კადმიელის ძე და მისი ძმები, იდგნენ მათ მოპირდაპირე მხარეზე, რათა რიგ-რიგობით ექოთ და ედიდებინათ დავითის, ღვთისკაცის დადგენილი წესით.
25მათანა, ბაკბუკია, ყობადია, მეშელამი, ტალმონი, ყაკუბი, გუშაგები და კარისმცველები კარიბჭეების ზღურბლებთან ყარაულობდნენ.
26ისინი ცხოვრობდნენ იოაკიმ იეშეაყ იოცდაკის ძის ვაჟის, ნეემია ოლქის მთავრის და ყეზრა მღვდლისა და მწიგნობრის დროს.
27იერუსალიმის კედლის კურთხევისას დაძებნეს ლევიანები ყველა მათ ადგილებში იერუსალიმს მოსაყვანად, რათა კედლის სატფურება ეზეიმათ სიხარულით, სამადლობლებით, წინწილებზე, ქნარებზე და ებნებზე სიმღერით.
28შეიკრიბნენ მგალობელთა ძენი იერუსალიმის სანახებიდან და ნეტოფათელთა სოფლებიდან,
29ბეთ-ჰაგილგალიდან და გებაყისა და ყაზმავეთის მინდვრებამდე; რადგან მგალობლებმა იერუსალიმის სანახებში გაიშენეს სოფლები.
30განიწმიდნენ მღვდლები, ლევიანები და ხალხი, კარიბჭეები და კედელი აკურთხეს.
31კედელთან მოვუხმე იუდას მთავრებს; დავაყენე ორი დიდი გუნდი შემოსავლელად, ერთი კედლის მარჯვენა მხარეს, მეორე სანაგვის კარიბჭესთან.
32მათ უკან მისდევდნენ ჰოშაყია და იუდას მთავართა ნახევარი,
33ყაზარია, ეზრა, მეშელამი,
34იუდა, ბენიამინი, შემაყია, იერემია;
35მღვდლების ძეთაგან საყვირებით მისდევდნენ: ზაქარია იონათანის ძე, შემაყიას ძე, მათანიას ძე, მიქაიას ძე, ზაქურის ძე, ასაფის ძე,
36მისი ძმები: შემაყია, ყაზარელი, მილალაი, გილალაი, მაყაი, ნათანიელი, იუდა და ხანანი დავითის, ღვთისკაცის, საკრავებით მიდიოდნენ, წინ ეზრა მწიგნობარი მიუძღოდათ.
37წყაროსთვალის კარიბჭესთან, მოპირდაპირე მხარეს მიუყვებოდნენ დავითის ქალაქის კიბეებს, კედელზე ამავალ კიბეებით, დავითის სახლის ზემოთ რომ გადადიოდა წყლების კარიბჭისკენ, აღმოსავლეთით.
38მეორე გუნდი მათი საპირისპირო მხრიდან უვლიდა, მე და ხალხის ნახევარი მას მივყვებოდით კედელზე, ღუმელთა გოდლიდან ზრქელ კედლამდე.
39ეფრემის კარიბჭიდან, ძველი კარიბჭისა და თევზთა კარიბჭის, ხანანელის გოდლისა და მეას გოდლის გავლით, ვიდრე ცხვრის კარიბჭემდე. ისინი სატუსაღოს კარიბჭესთან შედგნენ.
40შემდეგ ორთავე გუნდი ღვთის სახლში დადგა, მეც იქ ვიყავი წინამძღოლთა ნახევრის თანხლებით.
41იქვე იყვნენ მღვდლები: ელიაკიმი, მაყასეია, მინიამინი, მიქაია, ელიოყენაი, ზაქარია და ხანანია თავიანთი საყვირებით,
42აგრეთვე მაყასეია, შემაყია, ელყაზარი, ყუბი იეჰოხანანი, მალქია, ყელამი და ყაზერი. მგალობელნი გალობდნენ იზრახიას ლოტბარობით.
43დიდძალი მსხვერპლი შესწირეს იმ დღეს, ხარობდნენ, რადგან ღმერთმა დიდი სიხარულით გაახარა ისინი. მათთან ერთად მათი ცოლ-შვილიც მხიარულობდა. შორს გავარდა იერუსალიმის მხიარულობის ხმა.
44იმავე დღეს კაცები მიუჩინეს შესაწირავისთვის, პირველმოწეული ნაყოფებისთვის და მეათედისთვის განკუთვნილ საგანძურის ოთახებს! რათა ქალაქების ბაღებიდან იქ შეეგროვებინათ მღვდლებისთვის და ლევიანებისთვის რჯულით დაწესებული წილი; რადგან ხარობდა იუდა, სამსახურად მდგომი მღვდლებისა და ლევიანების შემყურე;
45რადგან ასრულებდნენ სამსახურს და განწმედის სამსახურს; მგალობელნი და კარისმცველნი დავითისგან და მისი ძის, სოლომონისგან დადგენილი წესის თანახმად იდგნენ.
46რადგან უწინ, დავითისა და ასაფის დროს იყვნენ დადგენილნი მგალობელთა ლოტბარნი და დაწესებულ იქნა ღვთის სადიდებელი და სამადლობელი გალობები.
47ზერუბაბელისა და ნეემიას დღეებში მთელი ისრაელი ყოველდღიურად იძლეოდა მგალობელთა და კარისმცველთა წილს. შესაწირავს ლევიანებს აძლევდნენ, ლევიანები კი აარონიანებს აძლევდენ.
Next