თავი - 11
Previous1ერისმთავრები იერუსალიმში დასახლდნენ: დანარჩენმა ხალხმა წილი ყარა, რათა ათიდან ერთი იერუსალიმში - წმიდა ქალაქში, შეეყვანათ საცხოვრებლად, ხოლო ცხრანი სხვა ქალაქებში.
2ხალხმა დალოცა ყველა ისინი, ვინც თავისი ნებასურვილით დასახლდა იერუსალიმში.
3აჰა, ის ოლქის მთავრები, იერუსალიმში რომ დასახლდნენ. იუდას ქალაქებში თავ-თავიანთ სამკვიდრებლებში და ქალაქებში ცხოვრობდნენ ისრაელიანები, მღვდლები, ლევიანები, შეწირულნი და სოლომონის მორჩილთა შთამომავალნი.
4იერუსალიმში ცხოვრობდნენ იუდიანთაგან და ბენიამინთაგან; იუდიანთაგან: ყათაია ყუზიას ძე, ზაქარიას ძე, ამარიას ძე, შეფატიას ძე, მაჰალალიელის ძე - ფარეციანთაგან.
5მაყასეია ბარუქის ძე, ქოლ-ხოზეს ძე, ხაზაიას ძე, ყადაიას ძე, იოიარიბის ძე, ზაქარიას ძე, ჰაშილონის ძე.
6ფარესიანები, იერუსალიმში რომ ცხოვრობდნენ, რიცხვით ოთხას სამოცდარვანი იყვნენ - მამაცი მოყმენი.
7აჰა, ბენიამინიანები: სალუ მეშელამის ძე, იოყედის ძე, ფედაიას ძე, კოლაიას ძე, მაყასეიას ძე, ითიელის ძე, ესაიას ძე.
8მის შემდეგ გაბაი, სალაი, რიცხვით ცხრაას ოცდარვა.
9იოელ ზიქრის ძე იყო მათი ხელისუფალი; იუდა ჰასენუიას ძე მეორე კაცი იყო ქალაქში.
10მღვდელთაგან: იედაყია იოიარიბის ძე, იაქინი,
11სერაია ხილკიას ძე, მეშელამის ძე, ცადოკის ძე, მერაიოთის ძე, ახიტუბის ძე, ღვთის სახლის წინამძღვარი.
12მათი ძმები, რომელნიც სახლის სამსახურს ეწეოდნენ, რიცხვით რვაას ოცდაორნი იყვნენ. ყადაია იეროხამის ძე, ფელალიას ძე, ამცის ძე, ზაქარიას ძე, ფაშხურის ძე, მალქიას ძე,
13და მისი ძმები - მამისსახლთა თავკაცები, ორას ორმოცდაორნი იყვნენ. ყამაშსაი ყაზარელის ძე, ახაზაის ძე,- მეშილმოთის ძე, იმერის ძე.
14მათი ძმები, მამაცი ვაჟკაცები, ას ოცდარვანი იყვნენ. მათი ხელისუფალი იყო ზაბდიელ ჰაგედოლიმის ძე.
15ლევიანთაგან: შემაყია ხაშების ძე, ყაზრიკამის ძე, ხაშაბიას ძე, ბენის ძე,
16შაბთაი და იოზაბადი - ღვთის სახლის გარე საქმეების გამრიგე ლევიანთა თავკაცთაგან.
17მათანია მიქას ძე, ზაბდის ძე, ასაფის ძე, ლოცვისას სადიდებლის მთავარი დამწყები, ბაკბუკია, მისი მეორე ძმა, ყაბდა შამუაყის ძე, გალადის ძე, იედუთუნის ძე.
18წმიდა ქალაქში სულ ორას ოთხმოცდაოთხი ლევიანი იყო.
19კარისმცველნი: ყაკუბი, ტალმონი და მათი ძმები, კარიბჭეებს რომ იცავდნენ, ას სამოცდათორმეტნი იყვნენ.
20დანარჩენი ისრაელიანები და ლევიანები იუდას ყველა ქალაქში ცხოვრობდნენ, თავ-თავიანთ სამკვიდროებში.
21შეწირულნი ყოფელში ცხოვრობდნენ; შეწირულთ ციხა და გიშფა ადგნენ თავს.
22ლევიანთა ხელისუფალი იერუსალიმში იყო ყუზია ძე ბანისა, ძე ხაშაბიასი, ძე მათანიასი, ძე მიქასი, იმ ასაფიანთაგან, რომელნიც მგალობლებად იყვნენ ღვთის სახლის სამსახურში.
23რადგან მეფის ბრძანება იყო მათზე, ყოველდღიური სარჩო იყო მგალობელთათვის დაწესებული.
24ფეთასია მეშაბელის ძეს, ზარას იუდას ძის ძეთაგანს, ყველა სახალხო საქმე მეფის მიერ ჰქონდა მინდობილი.
25თავიანთ სოფლებში და ყანებში იუდიანთაგან ცხოვრობდნენ კირიათ-ჰაარბაყში და მის დაბა-სოფლებში, დიბონში და მის დაბა-სოფლებში, იეკაბცელში და მის სოფლებში,
26იეშუაყში, მოლადაში, ბეთ-ფალეტში,
27ხაცარ-შეყალში, ბერშაბეში და მის დაბა-სოფლებში,
28ციკლაგში, მექონაში და მის დაბა-სოფლებში,
29ყენ-რიმონში, ცარყაში, იარუმუთში,
30ზანოახში, ყადულამში და მათ სოფლებში, ლაქიშში და მის მინდვრებში, ყაზეკაში და მის დაბა-სოფლებში. ისინი დასახლდნენ ბერშაბედან ჰიმონის ხევამდე.
31ბენიამინიანები დასახლდნენ გაბაყიდან მოკიდებული მიქმაშში ყაიაში, ბეთელში და მის დაბა-სოფლებში,
32ყანათოთში, ნობში, ყანანიაში,
33ყაცორში, რამაში, გითაიმში,
34ხადიდში, ცებოყიმში, ნებალატში,
35ლოდში და ონოში, ხარაშიმის ხევში.
36იუდას ლევიანთაგან ერთი ნაწილი ბენიამინს მიეკუთვნა.
Next