თავი - 5
Previous1წინასწარმეტყველებდნენ ისრაელის ღმერთის სახელით ანგია წინასწარმეტყველი და ზაქარია ყიდოს ძე, წინასწარმეტყველნი, იუდაელებზე, რომელნიც იუდაში და იერუსალიმში იყვნენ.
2მაშინ ადგნენ ზერუბაბელ შალთიელის ძე და იესო-იოცადაკის ძე და შეუდგნენ ღვთის სახლის შენებას იერუსალიმში; მათთან იყვნენ ღვთის წინასწარმეტყველნი და მხარს უჭერდნენ მათ.
3იმ ხანადვე მივიდნენ მათთან თათნაი, მდინარისგაღმელი განმგებელი, შეთარ-ბოზნაი და მათი თანამდგომნი და ასე უთხრეს მათ: ვინ მოგცათ ნება ამ სახლის აშენებისა და კედლების აყვანისა?
4მაშინ ვუთხარი იმათი სახელები, ვინც ამ შენობას აგებენ.
5მათი ღვთის თვალი იყო იუდაელ უხუცესებზე და არ ეკრძალებოდათ შენება, ვიდრე დარიოსს არ შეატყობინეს ამბავი და უკანვე არ დააბრუნეს წერილი ამ საქმეზე.
6ცალი წერილისა, დარიოს მეფისადმი, რომელიც გაგზავნეს თათნაიმ, მდინარისგაღმელმა განმგებელმა, შეთარ-ბოზნაიმ და მათმა თანამდგომებმა, აფარსექელებმა, მდინარის გაღმა რომ არიან.
7წერილი გაუგზავნეს მას და, აი, რა ეწერა მასში: დარიოს მეფეს დღეგრძელობა!
8იცოდეს მეფემ, რომ ჩვენ ვიყავით იუდას მხარეში, დიდი ღმერთის სახლთან. დიდრონი ქვებისგან შენდება იგი, კედლებში ძელებს ატანენ. მუშაობა სწრაფად მიდის და წარმატებით სრულდება მათ ხელში.
9მაშინ შევეკითხეთ იმ უხუცესებს, ასე ვუთხარით: ვინ დაგრთოთ ნება ამ სახლის შენებისა და კედლების ამოყვანისა?
10მათი სახელებიც გამოვიკითხეთ, რომ გვეცნობებინა შენთვის და დაგვეწერა იმათი სახელები, რომლებიც სათავეში უდგანან მათ.
11ხოლო მათ ასეთი პასუხი გაგვცეს: ჩვენ ვართ მორჩილნი ცისა და მიწის ღმერთისა: ვაშენებთ სახლს, რომელიც მრავალი წლის წინათ აშენდა; ისრაელის დიდი მეფე აშენებდა მას და დაასრულა კიდეც.
12მას მერე, რაც ჩვენ მამა-პაპამ განარისხა ცათა ღმერთი, მან ნაბუქოდონოსორს, ბაბილონის მეფეს, ქალდეველს, ჩაუგდო ისინი ხელში, რომელმაც ეს სახლი დაანგრია და ხალხი ბაბილონში გადაასახლა.
13მაგრამ ბაბილონის მეფის, კიროსის, პირველ წელს კიროს მეფემ გასცა განკარგულება ამ ღვთის სახლის ასაშენებლად.
14ხოლო ღვთის სახლის ოქროს და ვერცხლის ჭურჭელი, რომელიც ნაბუქოდონოსორმა გაზიდა იერუსალიმის ტაძრიდან და მიიტანა ბაბილონის ტაძარში, უკანვე წამოიღო კიროს მეფემ ბაბილონის ტაძრიდან და ჩააბარეს კაცს, სახელად შეშბაცარს, მხარის განმგებლად რომ ჰყავდა დანიშნული;
15უთხრა: წაიღე ეს ჭურჭელი, წადი და დააწყვე იერუსალიმის ტაძარში და აშენდეს ღვთის სახლი თავის ძველ ადგილზე.
16მაშინ მოვიდა ის შეშბაცარი, და დაუდო საფუძველი ღვთის სახლს იერუსალიმში. მას შემდეგ შენდება იგი და ჯერ არ გასრულებულა.
17ახლა თუ ინებებს მეფე, მოიძიონ სამეფო წიგნთსაცავში, იქ, ბაბილონში, ნამდვილად გასცა თუ არა კიროს მეფემ განკარგულება ამ ღვთის სახლის ასაშენებლად იერუსალიმში, და გამოგვიგზავნონ მეფის გადაწყვეტილება ამ საქმის თაობაზე.
Next