თავი - 10
Previous1როცა ლოცულობდა ეზრა, როცა მტირალი და მონანული განრთხმული იყო ღვთის სახლის წინ, თავი მოეყარა მის გარშემო ისრაელიანთა დიდძალ კრებულს, კაცსა და ქალს, დიდსა და პატარას, და ცხარე ცრემლით ტიროდა ხალხი.
2მიუგო ბექანია იეხიელის ძემ, ყელამიანთაგან, და უთხრა ეზრას: დამნშავენი ვართ ჩვენი ღმერთის წინაშე, უცხოელი ქალები რომ დავისვით ცოლად, ამ ქვეყნის ხალხთა ასულები. ახლა ერთი იმედიღა დარჩენია ისრაელს:
3აღვუთქვათ ჩვენს ღმერთს, რომ ყველანი გავუშვებთ ცოლებს და მათ მონაგარს ჩემი ბატონის რჩევით და ჩვენი ღმერთის მცნებათა მოშიში ხალხის რჩევით. რჯულისამებრ იყოს.
4ადექი, რადგან შენზეა ეს საქმე და ჩვენც შენთანა ვართ. გამხნევდი და იმოქმედე.
5ადგა ეზრა და დააფიცა მღვდელთა მთავრები ლევიანები და მთელი ისრაელი, რომ ასე მოიქცეოდნენ. მათაც დაიფიცეს.
6ადგა ეზრა ღვთის სახლის წინიდან, წავიდა იოხანან ელიაშიბის ძის სადგომისკენ და შევიდა იქ. პური არ უჭამია, არც წყალი დაულევია, რადგან მწუხარებდა გადანასახლები ხალხის დანაშაულის გამო.
7გამოუცხადეს იუდასა და იერუსალიმში მყოფ ყველა გადანასახლებს, რომ იერუსალიმში მოეყარათ თავი.
8ვინც სამ დღეში არ მოვიდოდა, ჩამოერთმეოდა მთელი ქონება თავკაცებისა და უხუცესების გადაწყვეტილებით, თავად კი გადანასახლებთა კრებულიდან მოიკვეთებოდა.
9სამ დღეში თავი მოიყარეს იერუსალიმში იუდასა და ბენიამინის ხალხმა. ეს იყო მერვე თვეს, თვის მეოცე დღეს. იჯდა მთელი ერი ღვთის სახლის მოედანზე და კანკალებდა ამ ამბის გამო და წვიმისაგან.
10ადგა ეზრა მღვდელი და უთხრა მათ: დანაშაული გაქვთ ჩადენილი: უცხოელი ქალები გყავთ ცოლებად, რომ ისრაელის ცოდვა გაამრავლოთ.
11ახლა აღიარეთ შეცოდება უფლის, თქვენი მამა-პაპის ღმერთის წინაშე, და აღასრულეთ მისი ნება: განუდექით ამ ქვეყნის ხალხებს და უცხოელ ცოლებს.
12ხმამაღლა მიუგო მთელმა კრებულმა: ასე იქნება, შენი ნათქვამისამებრ მოვიქცევით.
13ოღონდ ბევრია ხალხი და ავდარია, შეუძლებელია გარეთ დგომა. თანაც ეს ერთი და ორი დღის ამბავი არ არის, რადგან ბევრი შეგვიცოდავს ამ საქმეში.
14დადგნენ ჩვენი თავკაცები მთელი კრებულის ნაცვლად, ხოლო ყველანი, ვისაც ჩვენს ქალაქებში უცხოელი ცოლები ჰყავთ, მოვიდნენ დანიშნულ დროს თავთავიანთი ქალაქების უხუცესებთან და მსაჯულებთან ერთად, რომ აგვცილდეს ჩვენი ღმერთის რისხვა ამ ამბის გამო.
15განსაკუთრებით იონათან ყასაელის ძე და იახზეია თიკვას ძე იდგნენ ამ აზრზე, ხოლო მეშულამი და ლევიანი შაბთაი მხარს უჭერდნენ მათ.
16ასე მოიქცა გადანასახლები ხალხი. დაიყვნენ ეზრა მღვდელი და კაცები, მამისსახლთა თავკაცნი, თავ-თავიანთი მამისსახლთა მიხედვით - ყველანი სახელდებით იყვნენ ცნობილნი. დასხდნენ მეათე თვის პირველ დღეს ამ საქმის გასარკვევად.
17პირველი თვის პირველი დღისთვის მორჩნენ ყველა იმ მამაკაცთა საქმეს, რომელთაც უცხოელი ცოლები ჰყავდათ.
18სამღვდელო წარმოშობის ხალხში, რომელთაც უცხოელი ცოლები ჰყავდათ, აღმოჩნდნენ: იესო იოცადაკის ძისა და მისი ძმების შთამომავალთაგან: მაყასეია, ელიაზარი, იარიბი და გედალია.
19ხელი მისცეს, რომ გაუშვებდნენ ცოლებს და ცოდვის გამოსასყიდად ვერძს შესწირავდნენ მსხვერპლად.
20იმერიანთაგან: ხანანი და ზებადია.
21ხარიმიანთაგან: მაყასეია, ელია, შემაყია, იეხიელი და ყუზია.
22ფაშხურიანთაგან: ელიოყენაი, მაყასეია, იშმაყელი, ნათანიელი, იოზაბადი და ელყასა.
23ლევიანთაგან: იოზაბადი, შიმყი და კელაია (იგივე კელიტა), ფეთახია, იუდა და ელიაზარი.
24მგალობელთაგან: ელიაშიბი; კარის მცველთაგან: შალუმი, ტელემი და ური.
25ისრაელიდან - ფარყოშიანთაგან: რამია, იზია, მალქია, მიამინი, ელყიაზარი, მალქია და ბენაია.
26ყელამიანთაგან: მათანია, ზაქარია, იეხიელი, ყაბდი, იერემოთი, ზაბადი და ყაზიზა.
27ზათუნიანთაგან: ელიოყენაი, ელიაშიბი, მათანია, იერემოთი, ზაბაადი და ყაზიზა.
28ბებაიანთაგან: იეჰოხანანი, ხანანია, ზაბაი, ყათლაი.
29ბანიანთაგან: მეშულამი, მალუქი, ყადაია, იაშუბი, შეალი და რამოთი.
30ფახათ-მოაბიანთაგან: ყადნა, ქელალი, ბენაია, მაყასეია, მათანია, ბეცალივლი, ბინუ და მენაშე.
31ხარიმიანთაგან: ელიყეზერი, იშია, მალაქია, შემაყია, სიმონი.
32ბენიამინი, მალუქი და შემარია.
33ხაშუმიანთაგან: მათნაი, მათათა, ზაბადი, ელიფელეტი, იერემაი, მენაშე და შიმყი.
34ბანიანთაგან: მაყადაი, ყამრამი, უელი,
35ბენაია, ბედია, ქელუჰუ,
36ნეია, მერემოთი, ელიაშაბი,
37მათანია, მათნაი, იაყასაი,
38ბანი, ბინუი, შიმყი,
39შელემია, ნათანი, ყადაია,
40მაქენადებაი, შაშაი, შარაი,
41ყაზარიელი, შელემიაჰუ, შემარია,
42შალუმი, ამარია, იოსები.
43ნებოიანთაგან: იეყიელი, მათითია, ზაბადი, ზებინა, იადაი, იოელი და ბენაია.
44ამათ ყველას უცხოელი ცოლები ესვათ და ზოგიერთ მათგანს შვილებიც ჰყავდა შეძენილი.
Next