Eleos

Contents

თავი - 9

Previous
1ყველა ისრაელიანი აღნუსხეს და ისრაელის მეფეთა წიგნში ჩაწერეს. იუდაელები კი ბაბილონს გაასახლეს მათი უკეთურების გამო.
2პირველი მკვიდრნი, თავიანთ სამფლობელოებსა და ქალაქებში რომ ცხოვრობდნენ, იყვნენ: ისრაელიანები, მღვდლები, ლევიანები, შეწირულნი და ტაძარში მომსახურენი.
3იერუსალიმში იუდას, ბენიამინის, ეფრემისა და მენაშეს ძეთაგან ცხოვრობდნენ.
4ყუთაი, ძე ყამიჰუდისა, ძე ყომრისა, ძე იმრისა, ძე ბანისა, ფერეც იუდას ძის შვილთაგან.
5შილონისგან იყვნენ: მისი პირმშო ყასაია და მისი ძენი.
6ზერახიანთაგან: იეყუელი და მისი ძმები - ექვსას ოთხმოცდაათნი;
7ბენიამინიანთაგან: სალუ, ძე მეშელამისა, ძე ჰოდავიასი, ძე ჰასენუასი.
8იბნა იეროხამის ძე, ელა, ძე ყუზისა, მიქრის ძისა, მეშელამი, ძე შაფატიასი, ძე რეღუელისა, ძე იბნიასი.
9მათი ძმები თავ-თავიანთი მოდგმის მიხედვით ცხრაას ორმოცდათექვსმეტნი იყვნენ. ყველა ეს ვაჟკაცი მამისსახლის თავკაცი იყო.
10მღვდელთაგან იყვნენ: იედაყია, იეჰოიარიბი, იაქინი,
11ყაზარია, ძე ხილკიასი, ძე მეშულამისა, ძე ცადოკისა, ძე მერაიოთისა, ძე ახიტუბისა - ღვთის სახლის წინამძღვარი;
12ყადაია, ძე იეროხამისა, ძე ფაშხურისა, ძე მალქიასი, და მაყასაი ძე ყადიელისა, ძე იახზერასი, ძე მეშელამისა, ძე მეშილემითისა, ძე იმრისა.
13მათი ძმები, მამისსახლთა თავკაცები, ათას შვიდას სამოცნი, ღვთის სახლის სამსახურის საქმეში ნაცადი ხალხი.
14ლევიანთაგან: შემაყია ძე ხაშუბისა, ძე ყაზრიყამისა, ძე ხაშაბიასი - მერარას ძეთაგან,
15ბაკებაკარი, ხერეში, გალალი, მათანია ძე მიქასი, ძე ზაქრისა, ძე ასფისა,
16ყობადია, შემაყია ძე გალალისა, ძე იედუთუნისა, ბერაქია ძე ასასი, ძე ელკანასი - ნეტოფათელთა დაბა-სოფლებში მცხოვრებნი.
17კარის მცველნი: შალუმი, ყაკუბი, ტალმონი, ახიმანი და ძმანი მისნი. შალუმი თავკაცი იყო
18და დღემდე ის დგას სამეფო კარიბჭეში, აღმოსავლეთით. ესენი არიან კარისმცველნი ლევიანთა ბანაკიდან.
19შალუმი, ძე კორესი, ძისა აბიასაფისა, ძისა კორახისა, და მისი ძმები, მისი მამისსახლიდან - კორახელნი, სამსახურს ეწეოდნენ და კარვის ზღურბლებს იცავდნენ, ხოლო მათი მამები უფლის ბანაკთან მისასვლელს დარაჯობდნენ.
20ფინხამ ელყაზარის ძე უწინ მათი წინამძღოლი იყო და უფალიც მასთან იყო.
21ზაქარია მეშელემელის ძე სადღესასწაულო კარვის კარის მცველი იყო.
22ზღურბლების მცველებად ამორჩეულნი მთლიანად ორასთორმეტნი იყვნენ, ისინი საგვარტომო ნუსხაში თავ-თავიანთი დაბა-სოფლების მიხედვით არიან ჩაწერილნი. ისინი დავითმა და სამუელ მისანმა დააყენეს მათი ერთგულების გამო.
23ისინი თავიანთ ძეებთან ერთად დარაჯობდნენ უფლის სახლის კარიბჭეებს, კარვის სახლს.
24კარისმცველები ოთხივ მხრივ იდგნენ: აღმოსავლეთით, დასავლეთით, ჩრდილოეთით და სამხრეთით.
25მათი ძმები თავიანთ დაბა-სოფლებში იყვნენ და დრო და დრო, შვიდდღე გამოშვებით უნდა მისულიყვნენ მათთან.
26რადგან კარისმცველთა ის ოთხი მეთაური, რომლებიც ლევიანები იყვნენ, მუდამ ოთახებთან და ღვთის სახლის საგანძურებთან იდგნენ.
27ისინი ღვთის სახლის გარშემო ათევდნენ ღამეს, რადგან მათ ებარათ დაცვა და ყოველ დილით კარიბჭის გაღება.
28ერთ მათგანს სამსახურებელი ჭურჭელი ებარა, ვინაიდან თვლით შეჰქონდათ და თვლით გაჰქონდათ.
29სხვებს ჩაბარდათ სხვა ჭურჭლეული, ყველა წმიდა ჭურჭელი, გამტკიცული ფქვილი, ღვინო, ზეთი, გუნდრუკი და სურნელებანი.
30სამღვდელონი კი მირონს ამზადებდნენ ნელსაცხებლისგან.
31მათითიას, ლევიანთაგან ერთ-ერთს, შალუმ კორახელის პირმშოს ტაფებზე მომზადება მიენდო.
32ზოგიერთ მათ ძმათაგანს, კეჰათიანთაგან, საწირი პური ჩააბარეს, რათა შაბათობით მოემზადებინათ.
33ხოლო მგალობელნი, ლევიანთა მამისსახლების თავკაცნი, ტაძრის ოთახებში საქმიანობისგან განთავისუფლებულნი იყვნენ, რადგან ისინი დღედაღამ თავიანთი საქმით იყვნენ დაკავებულნი.
34ესენი არიან ლევიანთა მამისსახლების თავკაცები, თავიანთი მოდგმის თავკაცები. ისინი იერუსალიმში ცხოვრობდნენ.
35გაბაონში ცხოვრობდნენ: გაბაონის მამა იეყიელი, მის ცოლს სახელად მაყაქა ერქვა.
36მისი ძე - პირმშო ყაბდონი, მერე ცური, კიში, ბაყალი, ნერი, ნედაბი,
37გედორი, ახიო, ზაქარია და მიკლოთი.
38მიკლოთმა შვა შიმამი. ისინი თავიანთი ძმების მეზობლად, თავიანთ ძმებთან ერთად ცხოვრობდნენ იერუსალიმში.
39ნერმა შვა კიში, კიშმა შვა საული, საულმა შვა იონათანი, მალქიშუაყი, აბინადაბი და ეშბაყალი.
40იონათანის ძე იყო მერიბ-ბაყალი. მერიბ-ბაყალმა შვა მიქა.
41მიქას ძენი: ფითონი, მელექი და თახრეაყი.
42ახაზმა შვა იაყრა, იაყრამ შვა ყალემეთი, ყაზმავეთი და ზიმრი; ზიმრიმ შვა მოცა,
43მოცამ შვა ბინყა, მისი ძე რეფაია, მისი ძე ელყასა, მისი ძე აცელი.
44აცელს ექვსი ძე ჰყავდა. აჰა, მათი სახელები: ყაზრიკამი, ბოქრუ, იშმაყელი, შეყარია, ყობადია, ხანანი. ესენი არიან აცალის ძენი.
Next