Eleos

Contents

თავი - 8

Previous
1ბენიამინმა შვა თავისი პირმშო ბელაყი, მეორე - აშბელი, მესამე - ახრახი,
2მეოთხე - ნოხა, მეხუთე - რაფა.
3ბალაყს ჰყავდა ძეები: ადარი, გერა, აბიჰუდი,
4აბიშუაყი, ნაყამანი, ახოახი,
5გერა, შეფუფანი, ხურამი.
6ესენი არიან ახუდის ძენი - მამისსახლთა თავკაცები, რომელნიც გებაყში ცხოვრობდნენ და მანახათში გადაასახლეს.
7ნაყამანი, ახია და გერა: რომელმაც გადაასახლა ისინი. მას შეეძინა ყუზა და ახიხუდი.
8შახარაიმს მოაბის ველზე შეეძინა შვილები მას შემდეგ, რაც თავისი ცოლები, ხუშიმი და ბაყარა გაუშვა.
9ხოდეშისგან, თავისი ცოლისგან, მას შეეძინა იობაბი, ციბია, მეშა, მალქამი,
10იეყუცი, საქია და მირმა. ესენი არიან მამისსახლთა თავკაცები.
11მეხუშიბმა შეა აბიტუბი და ელფაყალი.
12ელფაყალიანები: ყებერი, მიშყამი, შემერი. მან ააშენა ონო და ლოდი თავისი დაბა-სოფლებით.
13ბერიყა და შემაყი მამისსახლთა თავკაცები იყვნენ და აიალონში ცხოვრობდნენ, მათ განდევნეს გათელები.
14ახიო, შაშაკი, ირემოთი.
15ზებადია, ყარადი, ყადერი,
16მიქაელი, იშფა, იოხა-ბერიყას ძენი.
17ზებადია, მეშულამი, ხიზკი, ხაბერი,
18იშმერია, იზლია, იობაბი - ელფაყალის ძენი,
19იაკიმი, ზიქორი, ზაბდი,
20ელიყენაი, ცილთაი, ელიელი,
21ყადაია, ბერაია - შიმრათი-შიმყის ძენი.
22იშფანი, ყებერი, ელიელი,
23ყაბდონი, ზიქრი, ხანანი.
24ხანანია, ყელამი, ყანთოთია,
25იფდეია, ფენუელი - შაშაკის ძენი.
26შამშერაი, შეხარია, ღოთალია,
27იაყარეშია, ელია - ზიქურ-იეროხამის ძენი.
28ესენი არიან მამისსახლთა თავკაცები, მთავარნი თავთავიანთ გვარ-ტომში. ესენი იერუსალიმში ცხოვრობდნენ.
29გიბყონში ცხოვრობდნენ: გიბყონის მამა, რომლის ცოლსაც მაყაქა ერქვა.
30მისი ძე და პირმშო ყაბდონი, ცური, კიში, ბაყალი, ნადაბი,
31გედორი, ახიო, ზაქერი.
32მიკლოთმა შვა შიმეა. ისინი იერუსალიმში თავიანთი ძმების გვერდით ცხოვრობდნენ, ძმებთან ერთად.
33ნერმა შვა კიში, კიშმა შვა საული, საულმა შვა იონათანი, მალქიშუაყი, აბინადაბი და ეშბაყალი.
34იონათანის ძე მერიბ-ბაყალი იყო. მერიბ-ბაყალმა შვა მიქა.
35მიქას ძენი: ფითონი, მელექი, თარეაყი, ახაზი.
36ახაზმა შვა იეჰოყადა, იეჰოყადამ შვა ყალემეთი, ყაზმავეთი და ზიმრი. ზიმრიმ შვა მოცა,
37მოცამ შვა ბინყა. მისი ძე იყო რაფა, მისი ძე იყო ელაყასა, მისი ძე იყო აცელი.
38აცელს ექვსი ვაჟი ჰყავდა. აჰა, მათი სახელები: ყაზრიყამი, ბოქრუ, იშმაყელი, შეყარია, ყობადია და ხანანი. ყველა ესენი აცელის ძენი არიან.
39მისი ძმის, ყეშეკის ძენი: მისი პირმშო ულამი, მეორე - იეყუში, მესამე - ელიფელეტი.
40ულამის ძენი მაგარი ვაჟკაცები, მშვილდოსნები და ასორმოცდაათი შვილისა და შვილიშვილის პატრონები იყვნენ. ყველა ესენი ბენიამინიანთაგან იყვნენ.
Next