თავი - 7
Previous1ისაქარის ძენი: თოლაყი, ფუა, იაშუბი, შიმრონი - ოთხნი.
2თოლაყის ძენი: ყუზი, რეფაია, ირიელი, იახმაი, იაბხამი, სამუელი - თოლაყის მამისსახლის თავკაცები, თავიანთი მოდგმის მაგარი ვაჟკაცები. დავითის დროს მათი რიცხვი ოცდაორიათას ექვსასი იყო.
3ყუზის ძე - იზრახია. იზრახიას ძენი: მიქაელი, ყობადია, იოელი, იშია - სულ ხუთი თავკაცი.
4თავ-თავიანთი მოდგმიდან და მამისსახლიდან ოცდათექვსმეტათასიანი საბრძოლო რაზმი გამოჰყავდათ ომში, რადგან ბევრი ცოლ-შვილი ჰყავდათ.
5მათი ძმები, ისაქარის ყველა საგვარეულოს მაგარი ვაჟკაცები, ოთხმოცდაშვიდი ათასნი იყვნენ. ყველანი საგვარტომო ნუსხაში იყვნენ ჩაწერილნი.
6ბენიამინიანები: ბელაყი, ბექერი და იდიყაელი - სამნი.
7ბელაყიანები: ეცბონი, ყუზი, ყუზიელი, ირიმოთი, ყირი-ხუთნი; მამისსახლის თავკაცები და მამაცი ვაჟკაცები. საგვარტომო ნუსხაში ოცდაორი ათას ოცდათორმეტნი არიან ჩაწერილნი.
8ბექერიანები: ზემირა, იოყამი, ელიყეზერი, ელიოყენაი, ყომრი, ირემოთი, აბია, ყანათოთი და ყალამეთი. ყველა ესენი ბექერიანები არიან.
9საგვარტომო ნუსხაში ისინი თავ-თავიანთი მოდგმის, მამისსახლთა თავკაცების მიხედვით არიან ჩაწერილნი - სულ ოციათას ორასი ძლიერი მებრძოლი.
10იედიყაელიანები: ბილჰანი, ბილჰანის ძენი: იეყუში, ბენიამინი, ეჰუდი, ქენაყანა, ზეთანი, თარშიში და ახიშახარი.
11ყველა ესენი იედიყაილიანები არიან, მამისსახლთა თავკაცები. მათგან ჩვიდმეტიათას ორასი მებრძოლი გამოდიოდა საბრძოლველად.
12შეფიმი და ხუფიმი ყირის ძენი იყვნენ, ხოლო ხუშიმი ახერის ძე იყო.
13ნაფთალიანები: იახაციელი, გუნი, იეცერი და შალუმი ბილჰას შვილები იყვნენ.
14მენაშეანები: ასერიელი, რომელიც მისმა არამელმა ხარჭამ გააჩინა; მასვე ეყოლა მაქირი, გალაადის მამა.
15მან ცოლად მოიყვანა ხუფიმი და შუფიმი. მის ერთ დას მაყაქა ერქვა, მეორეს ცელაფხადი. ცელაფხადს ასულები ჰყავდა.
16მაყაქამ, მაქრის ცოლმა, ვაჟი გააჩინა და ფერეში დაარქვა. მის ძმას შარეში ერქვა, მისი ვაჟები იყვნენ ულამი და რაკამი.
17ულამის ძე ბედანი. აჰა, გალაადის, მაყაქა მენაშეს ძის ვაჟის ძენი.
18მისმა დამ, ჰამოლეხეთმა შვა იშ-ჰოდი, აბიყეზერი და მახლა.
19შემიდაიანები იყვნენ: ახიანი, შექემი, ლიკხი და ანიყამი.
20ეფრემიანები: შუთალახი, მისი ძე ბერედი, მისი ძე თახათი, მისი ძე ელყადა, მისი ძე თახათი,
21მისი ძე ზაბადი, მისი ძე შუთელახი, ყეზერი და ელყადი. ისინი იმ ქვეყნის მკვიდრმა გეთელებმა ამოხოცეს, რადგან ისინი საქონლის წასართმევად დაესხნენ თავს.
22დიდხანს გლოვობდა ეფრემი, მათი მამა. მის სანუგეშებლად მისი ძმები მოვიდნენ.
23მიუდგა იგი თავის ცოლს, დაორსულდა იგი და ბიჭი გაუჩნდა; სახელად ბერიყა დაარქვეს, რადგან მის სახლში უბედურება დატრიალდა.
24შეერა მისი და იყო. ააშენა მან ზემო და ქვემო ბეთ-ჰორონი და ყუზენ-შეერა.
25მისი ძე იყო რეფახი, რეშეფი, მისი ძე თელახი და მისი ძე თახანი,
26მისი ძე ლადანი, მისი ძე ყამიჰუდი, მისი ძე ელიშამაყი,
27მისი ძე ნავე, მისი ძე იესო.
28მათი სამფლობელო და საცხოვრებელი იყო: ბეთ-ელი და მისი დაბა-სოფლები; აღმოსავლეთით ნაყარანი და დასავლეთით გეზერი თავისი დაბა-სოფლებით, შექემი თავისი დაბა-სოფლებით, ღაზამდე და მის დაბა-სოფლებამდე.
29მენაშეანთა ხელში იყო: ბეთ-შუანი თავისი დაბა-სოფლებით, თაყანი თავისი დაბა-სოფლებით, მეგიდო თავისი დაბა-სოფლებით, დორი თავისი დაბა-სოფლებით. ამ ქალაქებში ცხოვრობდნენ იოსებ ისრაელის ძის ძეები.
30აშერიანები: იმნა, იშვა, იშვი, ბერიყა და მათი და სერახი.
31ბერიყიანები: ხებერი და მალქიელი - ბირზავითის მამა.
32ხებერმა შვა იფლატი, შომერი, ხოთამი და მათი და შუყა.
33იაფლეტიანები: ფასაქი ბიმჰალი და ყაშვათი. ესენი არიან იაფლეტის ძენი.
34შამარიანები: ახი, როჰგა, იეხუბა და არამი.
35მისი ძმის, ჰელეგის ძენი: ცოფახი იმნაყი, შელეში და ყამალი.
36ცოფახიანები: სუახი, ხარნეფერი, შუყალი, ბერი და იმრა.
37ბეცერი და ჰოდი, შამა და შილმა, ითრანი და ბეერა.
38იეთერიანები: იეფუნა, ფისფა და არაა.
39ყულიანები: არახი, ხანიელი და რიცია.
40ყველა ესენი აშერიანები არიან, მამისსახლთა თავკაცები, რჩეული და ძლიერი მებრძოლები, წინამძღოლების თავკაცები. მათ საგვარტომო ნუსხაში რიცხვით ოცდაექვსი ათასი ომში მებრძოლი კაცი სწერია.
Next