Eleos

Contents

თავი - 6

Previous
1ლევის ძენი: გერშომი, კეჰათი და მერარი.
2კეხათის ძენი: ყამრამი, იცჰარი, ხებრონი და ყუზიელი.
3ყამრამის ძენი: აარონი, მოსე, მირიამი. აარონის ძენი: ნადაბი, აბიჰუ, ელყაზარი და ითამარი.
4ელყაზარმა შვა ფინხასი, ფინხასმა შვა აბიშუაყი.
5აბიშუაყმა შვა ბუკი, ბუკმა შვა ყუზი.
6ყუზმა შვა ზერახია, ზერახიამ შვა მერაიოთი.
7მერაიოთმა შვა ამარია, ამარიამ შვა ახიტუბი.
8ახიტუბმა შვა ცადოკი, ცადოკმა შვა ახიმაყაცი.
9ახიმაყაცმა შვა ყაზარია, ყაზარიამ შვა იოხანანი.
10იოხანანმა შვა ყაზარია (ეს იმ ტაძარში მღვდლობდა, რომელიც სოლომონმა ააშენა იერუსალიმში).
11ყაზარიამ შვა ამარია, ამარიამ შვა ახიტუბი.
12ახიტუბმა შვა ცადოკი, ცადოკმა შვა შალუმი,
13შალუმმა შვა ხილკია, ხილკიამ შვა ყაზარია.
14ყაზარიამ შვა სერაია, სერაიამ შვა იეჰოცადაკი.
15იეჰოცადაკი წავიდა, როცა უფალმა იუდა და იერუსალიმი ნაბუქოდონოსორის ხელით გაასახლა.
16ლევის ძენი: გერშომი, კეჰათი, მერარი.
17აჰა, გერშომის ძეთა სახელები: ლიბნი და შიმყი.
18კეჰათის ძენი: ყამრამი, იცჰარი, ხებრონი და ყუზიელი.
19მერარის ძენი: მახლი და მუში. აჰა, ლევის საგვარეულონი, თავ-თავიანთი მამისსახლის მიხედვით.
20გერშომს ჰყავდა მისი ძე ლიბნი, მისი ძე იახათი, მისი ძე ზიმა,
21მისი ძე იოახი, მისი ძე ყიდო, მისი ძე ზერახი, მისი ძე იეათრაი.
22კეჰათის ძენი: მისი ძე ყამინადაბი, მისი ძე კორახი, მისი ძე ასირი,
23მისი ძე ელკანა, მისი ძე აბიასაფი, მისი ძე ასირი,
24მისი ძე თახათი, მისი ძე ურიელი, მისი ძე ყუზია, მისი ძე საული.
25ელკანას ძენი: ყასამაი და ახიმოთი.
26ელკანა. ელკანას ძენი: მისი ძე ცოფაი, მისი ძე ნახათი,
27მისი ძე ელიაბი, მისი ძე იეროხამი, მისი ძე ელკანა.
28სამუელის ძენი: პირმშო ვაშნი და აბია.
29მერარის ძენი: მახლი, მისი ძე ლიბნი, მისი ძე შიმყი, მისი ძე ყუზა,
30მისი ძე შიმყა, მისი ძე ხაგია, მისი ძე ყასაია.
31აჰა, ისინი, მგალობლებად რომ დააყენა დავითმა უფლის სახლში, კიდობნის დადგმის შემდეგ.
32სადღესასწაულო კარავთან გალობით ასრულებდნენ სამსახურს, სანამ სოლომონი იერუსალიმში უფლის სახლს ააშენებდა. ისინი თავიანთი სამსახურის წესისდამიხედვით იდგნენ.
33აჰა, ისინი, სამსახურს ვინც ეწეოდნენ და მათი ძენი:
34ელკანას ძე, იეროხამის ძე, ელილელის ძე, თირხას ძე,
35ცუფის ძე, ელკანას ძე, მახათის ძე, ყამასაის ძე,
36ელკანას ძე, იოელის ძე, ყაზარიას ძე, ცეფანიას ძე,
37თახათის ძე, ასირის ძე, აბიასაფის ძე, კორახის ძე,
38იცჰარის ძე, კეჰათის ძე, ლევის ძე, ისრაელის ძე.
39მისი ძმა ასაფი მის მარჯვნივ მდგომი, ასაფ ბერექიას ძე, შიმყას ძე,
40მიქაელის ძე, ბაყასეას ძე, მალქიას ძე,
41ეთნის ძე, ზერახის ძე, ყადიას ძე,
42ეთანის ძე, ზიმას ძე, შიმყის ძე,
43იახათის ძე, გერშომის ძე, ლევის ძე,
44მერარის ძე, მათი ძმები მარცხნივ რომ იდგნენ: ეთან კიშის ძე, ყავდის ძე, მალუქის ძე,
45ხაშაბიას ძე, ამაციას ძე, ხილკიას ძე,
46ამცის ძე, ბანის ძე, შამერის ძე,
47მახლის ძე, მუშის ძე, მერარის ძე, ლევის ძე.
48მათი ძმები, ლევიანები, ღვთის სახლის სავანის ყველანაირი სამსახურისთვის იყვნენ დაყენებულნი.
49აარონი და მისი ძენი აღსავლენის სამსხვერპლოზე და საკმევლის სამსხვერპლოზე აკმევდნენ. წმიდათა წმიდაში ყველა საქმეს აკეთებდნენ და ყველაფერს ისე ასრულებდნენ ისრაელის განსაწმედად, როგორც მოსემ ბრძანა, ღვთის მორჩილმა.
50აჰა, აარონის ძენი: მისი ძე ელყაზარი, მისი ძე ფინხასი, მისი ძე აბიშუაყი,
51მისი ძე ბუკი, მისი ძე ყუზი, მისი ძე ზერახია,
52მისი ძე მერაიოთი, მისი ძე ამარია, მისი ძე ახიტუბი,
53მისი ძე ცადოკი, მისი ძე ახიმაყაცი.
54ეს მათი საცხოვრებელი, მათი დაბებისა და საზღვრის მიხედვით, ერგოთ აარონიანებს, კეჰათელთა საგვარეულოდან, რადგან წილისყრით მათ ეკუთვნოდათ.
55მისცეს მათ ხებრონი, იუდას ქვეყანაში, თავისი სანახებითა და შემოგარენითურთ.
56ამ ქალაქის მინდორ-ველი და სოფლები ქალებს მისცეს, იეფუნეს ძეს.
57აარონიანებს მისცეს თავშესაფარი ქალაქები: ხებრონი, ლიბნა თავისი სანახებით, იათირი და ეშთემოაყი თავისი სანახებით,
58ხილენი თავისი სანახებით, დებირი თავისი სანახებით,
59ყაშანი თავისი სანახებით, ბეთ-შემეში თავისი სანახებით,
60ბენიამინის ტომიდან: გებაყი თავისი სანახებით, ყალემეთი თავისი სანახებით, ყანათოთი თავისი სანახებით. მათ საგვარეულოებში სულ ცამეტი ქალაქი იყო.
61ნოლო დანარჩენ კეჰათიანებს, ამ ტომის საგვარეულოდან, მენაშეს ტომის ნახევრიდან ათი ქალაქი ერგოთ წილისყრით.
62გერშომიანებს, თავ-თავიანთი საგვარეულოებისდა მიხედვით, ისაქარის, აშერის, ნაფთალის და მენაშეს ტომებიდან ცამეტი ქალაქი ერგოთ ბაშანში.
63მერარიანებს, თავ-თავიანთი საგვარეულოებისდა მიხედვით, რეუბენის, გადისა და ზებულუნის ტომებიდან თორმეტი ქალაქი შეხვდათ წილისყრით.
64ეს ქალაქები მისცეს თავისი სანახებითურთ ისრაელიანებმა ლევიანებს.
65წილისყრით მისცეს იუდას, სიმონისა და ბენიამინის ძეთა ტომებიდან ის ქალაქები, რომელთაც სახელები ერქვათ.
66კეჰათიანთა საგვარეულოებმა თავიანთი სასაზღვრო ქალაქები ეფრემის ტომისგან მიიღეს.
67მათვე მისცეს თავშესაფარი ქალაქები: შექემი, ეფრემის მთაზე, თავის სანახებიანად, გეზერი თავისი სანახებით,
68იაკმეყამი თავისი სანახებით, ბეთ-ხორონი თავისი სანახებით,
69აიალონი თავისი სანახებით და გათ-რიმონი თავისი სანახებით.
70მენაშეს ტომის ნახევრიდან ყანერი თავისი სანახებით და ბილყამი თავისი სანახებით მისცეს კეჰათიანთა დანრჩენ საგვარეულოს.
71გერშომიანებს, მენაშეს ტომის ნახევრის საგვარეულოდან, ბაშანში მისცეს: გოლანი თავის სანახებიანად და ყაშთაროთი თავის სანახებიანად.
72ისაქარის ტომიდან მისცეს: კედეში თავის სანახებიანად, დაბრაში თავის სანახებიანად,
73რამონი თავის სანახებიანად, ყანემი თავის სანახებიანად.
74აშერის ტომიდან მისცეს: მაშალი თავის სანახებიანად, ყაბდონი თავის სანახებიანად,
75ხუკოკი თავის სანახებიანად, რეხობი თავის სანახებიანად.
76ნაფთალის ტომიდან მისცეს კედეში, გალილეაში თავის სანახებიანად.
77დანარჩენ მერარიანებს კი ზებულუნის ტომიდან მისცეს: რიმონო თავის სანახებიანად და თაბორი თავის სანახებიანად.
78იორდანეს გადაღმა, იერიხონთან, იორდანეს აღმოსავლეთით, რეუბენის ტომიდან მისცეს: ბეცერი უდაბნოში თავის სანახებიანად, იახცარი თავის სანახებიანად,
79კედმოთი თავის სანახებიანად და მეფაყი თავის სანახებიანად.
80გადის ტომიდან მისცეს: რამოთი გალაადში თავის სანახებიანად,
81ხეშბონი თავის სანახებიანად და იაყზერი თავის სანახებიანად.
Next