თავი - 4
Previous1იუდას ძენი: ფერეცი, ხეცრონი, ქარმი, ნური და შობალი.
2შობალის ძემ, რეიამ, შვა იახათი. იახათმა შვა ახუმაი და ლაჰადი. აჰა, ცორყათელთა საგვარეულონი.
3აჰა, ყეტამის მამის ძენი: იზრეყელი, იშმა, იდბაში; მათ დას ჰაცლელფონი ერქვა;
4ფენუელი, გედორის მამა, და ყეზერი, ხუშას მამა.
5აშხურს, თეკოაყის მამას ორი ცოლი ჰყავდა: ხელა და ნაყარა.
6ნაყარასგან შეეძინა: ახუზამი, ხეფერი, თემნი და ჰაახაშთარი. ესენი იყვნენ ნაყარას ძენი.
7ხელას ძენი: ცერეთი, იეცოხარი და ეთნანი.
8კოცმა შვა ყანუბი, ჰაცობება და ახარხელ ჰარუმის ძის საგვარეულონი.
9იაყბეცი თავის ძმებზე უფრო პატივდებული იყო. იაყბეცი დედამისმა დაარქვა. თქვა: რადგან სიმწრით გავაჩინე.
10მოუხმო იაყბეცმა ისრაელის ღმერთს და უთხრა: ნეტავ კურთხევით მაკურთხევდე და საზღვრებს გამიდიდებდე, შენი ხელი ჩემთან იქნებოდეს და ბოროტებისაგან დამიცავდე, რომ არ გავიტანჯო. და ღმერთმა მისცა, რასაც ითხოვდა.
11შეხას ძმა ქელუბმა შვა მეხირ-ეშთონის მამა.
12ეშთონმა შვა ბეთ-რაფა, ფასეახი და ყირ-ნახაშის მამა თეჰინა. აჰა, რექას მცხოვრებნი.
13ყენაზის ძენი: ყათინელი და სერაია. ყათნიელის ძე იყო ხათათა.
14მეყონოთაიმ შვა ყოფრა. სერაიამ შვა იოაბი, მამა ხუროთა ველისა, რადგან ხურონი იყვნენ.
15იეფუნის ძის, ხალების ძენი: ყირუ, ელა და ნაყამი. ელას ძე იყო კენაზი.
16იეჰალელის ძენი: ზიფი, ზიფა, თირია და ასარიელი.
17ყეზრას ძენი: იეთერი, მერედი, ყეფერი და იალონი. იეთერმა შვა მირიამი, შამაი და იშბახი, იშთემოაყის მამა.
18მის იუდაელ ცოლს შეეძინა იერედი, მამა გედორისა, ხებერი, მამა სოხოსი, იეკუთიელი, მამა ზანოახისა. აჰა, ძენი ბითიასი, ფარაონის ასულისა, მარედმა რომ შეირთო.
19ჰოდიას ცოლის, ნახამის დის ვაჟები: კეყილას მამა გარმელი, და ეშთემოაყ მაყაქათელი.
20შიმონის ძენი: ამნონი, რინა, ბენ-ხანანი და თილონი. იშყის ძენი: ზონეთი და ბენ-ზოხეთი.
21შელა იუდას ძის ვაჟები: ყერი, ლექას მამა, ლაყდა, მარეშას მამა და სელის მკეთებელთა საგვარეულოები აშბეაყის სახლიდან.
22იოკიმი, ქოზებას ხალხი, იოაში და სარაფი მოაბსა და იაშუბი-ლახუმს ფლობდნენ. ეს ძველი ამბებია.
23ისინი მეთუნენი იყვნენ. ნეტაყიმსა და გედერაში სახლობდნენ, მეფესთან ცხოვრობდნენ და მისთვის შრომობდნენ.
24სიმონის ძენი: ნემუელი, იამინი, იარიბი, ზერახი და საული.
25მისი ძე შალუმი, მისი ძე მიბსამი, მისი ძე მიშმაყი.
26მიშმაყის ძენი: მისი ძე ნამუელი, მისი ძე ზაქური, მისი ძე შიმყი.
27შიმყის თექვსმეტი ვაჟი და ექვსი ქალი ჰყავდა. მის ძმებს ბევრი ვაჟები არ ჰყოლია და არც მათი საგვარეულო იყო იუდას ძეთა საგვარეულოსავით მრავალრიცხოვანი.
28ისინი ცხოვრობდნენ ბეერ-შებაყში, მოლედასა და ხაცარ შეყალში,
29ბილჰაში, ყეცამში, თოლადში,
30ბეთუელში, ხარმაში, ციკლაგში,
31ბეთ-მარქაბოთში, ხაცარ-სუსიმში, ბეთ-ბირსა და შაყარაიმში. აჰა, მათი ქალაქები დავითის გამეფებამდე.
32მათი დასახლებები: ყეტამი, ყაინი, რიმონი, თოქენი, ყაშანი - ხუთი ქალაქი.
33ასევე ყველა ის სოფელი, რომელიც ამ ქალაქებს ეკვროდა ვიდრე ბაყალამდე. აჰა, მათი საცხოვრებელი და მათი საგვარტომო ნუსხა.
34მეშობაბი, იამლექი, იოშა ამაციას ძე,
35იოელი და იეჰუ, ძე ოშიბიასი, სერაიას ძისა, ყასიელის ძისა.
36ელიოყენაი, იაყაკობა, იშოხაია, ყასია, ყადიელი, ისიმიელი, ბენაია,
37ზიზა ძე შიფყისა, ძე ალონისა, ძე იედაიასა, ძე შიმრისა, ძე შემაყიასი.
38ესენი, სახელებით რომ არიან ჩამოთვლილნი, თავთავიანთი საგვარეულოების მთავრები იყვნენ. მათი მამისსახლი ძალიან გაიზარდა.
39მათ გედორისაკენ გასწიეს, ველის აღმოსავლეთით, თავიანთი ცხვრისთვის საძოვრის საძებნელად.
40პოხიერსა და კარგ საძოვარს მიაგნეს; ვრცელი ქვეყანა იყო, თან მშვიდი და მყუდრო; რადგან უწინ აქ ქამის შთამომავლები ცხოვრობდნენ.
41ისინი, სახელებით რომ იყვნენ ჩამოწერილნი, იუდას მეფის, იეხიზკიაჰუს დღეებში მოვიდნენ, გაანადგურეს მათი კარვები და მაყონელნი, იქ რომ იყვნენ. იმ დღეს ერთიანად ამოწყვიტეს ისინი და მათ ნაცვლად დასახლდნენ, რადგან იქ იყო მათი ცხვრის საძოვარი.
42ხოლო მათგან, სიმონის ძეთაგან, ხუთასი კაცი სეყირის მთისკენ გაეშურა იშყის ძეების - ფელატიას, ნეფარიას, რეფაიასა და ყუზიელის მეთაურობით.
43გაანადგურეს ყამალეკთა ნატამალი და დღემდე იქ ცხოვრობენ.
Next