თავი - 3
Previous1ესენი იყვნენ დავითის ძენი, რომლებიც ხებრონში შეეძინნენ მას: პირმშო ამონი, ახინოყამ ისრაელიანისგან, მეორე - დანიელი, აბიგაილ ქარმელელისგან,
2მესამე - აბესალომი, გეშურის მეფე თალმაის ასულის, მაყაქას ვაჟი, მეოთხე - ადონია, ხაგითის ვაჟი.
3მეხუთე - შეფატია, აბიტალისგან, მეექვსე - ითარეყამი, ყეგლასგან, თავისი ცოლისაგან.
4ექვსნი შეეძინნენ მას ხებრონში. შვიდი წელი და ექვსი თვე იქ იმეფა, ოცდაცამეტი წელი კი - იერუსალიმში.
5ესენი შეეძინნენ იერუსალიმში: შიმყა, შობაბი, ნათანი, სოლომონი - ოთხნი ბათშუაყისგან, ყამიელის ასულისგან.
6იბხარი, ელიშამაყი, ელიფალეტი,
7ნოჰაგი, ნეფეგი, იაფიაყი,
8ელიშამაყი, ელიადაყი, ელიფელეგი - ცხრანი.
9სულ ესენი არიან დავითის ძენი, ხარჭების ძეთა გარდა; თამარიც მათი და იყო.
10სოლომონის ძე რობოამი, მისი ძე აბია, მისი ძე ასა, მისი ძე იოშაფატი,
11მისი ძე იორამი, მისი ძე ახაზიაჰუ, მისი ძე იოაში,
12მისი ძე ამაციაჰუ, მისი ძე ყაზარია, მისი ძე იოთამი,
13მისი ძე ახაზი, მისი ძე ხიზკიაჰუ, მისი ძე მენაშე,
14მისი ძე ამონი, მისი ძე იოშიაჰუ.
15იოშიაჰუს ძენი: პირმშო იოხაზანი, მეორე - იეჰოიაკიმი, მესამე - ციდკიაჰუ, მეოთხე - შალუმი.
16იეჰოიაკიმის ძენი: მისი ძე იექონია, მისი ძე ციდკია.
17იექონიას ძენი: ასირი, მისი ძე შელათიელი,
18მალქირამი, ფედაია, შენაცარი, იეკამია, ჰოშამაყი, ნედაბია.
19ფედაიას ძენი: ზერუბაბელი, შიმყი. ზერუბაბელის ძენი: მეშულამი, ხანანია, მათი და შელომითი;
20ხაშუბა, ოჰელი, ბერექია და ხასადია.
21ხანანიას ძენი: ფელატია და ესაია. რეფაიას ძენი და არნანის ძენი, ყობადიას ძენი და შექანიას ძენი.
22შექანიას ძე შემაყია. შემაყიას ძენი: ხატუში, იგალი, ბარიახი, ნეყარია, შეფატი - ექვსნი.
23ნეყარიას ძენი: ელიოყენაი, ხიზკია, ყაზრიკამი - სამნი.
24ელიოყენაის ძენი: ჰოდაგიაჰუ, ელიაშიბი, ფელაია, ყაკუბი. იოხანანი, დელაია, ყანანი - შვიდნი.
Next