თავი - 2
Previous1ესენი არიან ისრაელის ძენი: რეუბენი, სიმონი, ლევი, იუდა, ისაქარი, ზებულუნი,
2დანი, იოსები, ბენიამინი, ნაფთალი, გადი და აშერი.
3იუდას ძენი: ყერი, ონანი და შელა. ქანაანელი შუაყის ასულისგან მას სამი შეეძინა. იუდას პირმშო ყერი ბოროტი იყო უფლის თვალში, ამიტომ მოაკვდინა იგი.
4თამარმა, მისმა რძალმა, შვა ფერეცი და ზარახი. იუდას სულ ხუთი ვაჟი ჰყავდა.
5ფერეცის ძენი: ხეცრონი და ხამული.
6ზერახის ძენი: ზიმრი, ეთანი, ჰემანი, ქალქოლი და დარაყი - ხუთნი.
7ქარამის ძენი: ყაქარი, ფიცი რომ გადეხა და ისრაელს უბედურება შეამთხვია.
8ეთანის ძე: ყაზარია.
9ხეცრონის ძენი, მას რომ შეეძინნენ: იერახმეელი, რამი და ქელუბაი.
10რამმა შვა: ყამინადაბი. ყამინადაბმა შვა ნახშონი, იუდას ძეთა წინამძღოლი.
11ნახშონმა შვა სალმა. სალმამ შვა ბოყაზი.
12ბოყაზმა შვა ყობედი. ყობედმა შვა იესე.
13იესემ შვა თავისი პირმშო ელიაბი, მეორე - აბინადაბი, მესამე - შიმყა,
14მეოთხე - ნეთანელი, მეხუთე - რადაი,
15მეექვსე - ოცემი, მეშვიდე - დავითი.
16მათი დები: ცერუია და აბიგაილი. ცერუიას ძენი: აბშაი, იოაბი და ყასაელი - სამნი.
17აბიგაელმა შვა ყამასა. ყამასას მამა იეთერი ისმაელიანი იყო.
18ქალებს, ხეცრონის ძეს, ყაზუბასაგან, თავისი ცოლისგან, და იერიყოთისაგან შვილები შეეძინნენ. აჰა, მისი ძენი: იეშერი, შობაბი და არდონი.
19მოკვდა ეაზუბა და ქალებმა ეფრათი შეირთო ცოლად. მასთან შეეძინა ხური.
20ხურმა შვა ური, ურმა შვა ბეცალიელი.
21მერე ხეცრონი გალაადის მამის ასულთან შევიდა და ცოლად შეირთო. მაშინ იგი სამოცი წლისა იყო. მასთან შეეძინა სეგუბი.
22სეგუბმა შვა იაირი. გალაადის ქვეყანაში მას ოცდასამი ქალაქი ჰქონდა.
23გეშურმა და არამმა წაართვა მათ იაირის დაბები, კენათი თავის ქალაქებიანად - სულ სამოცი ქალაქი. ყველა ესენი გალაადის მამის, მაქირის ძენი არიან.
24მას შემდეგ, რაც ხეცრონი ქალებ-ეფრათში მოკვდა, ხეცრონის ცოლს, აბიას შეეძინა აშხური, თეკოაყის მამა.
25ხეცრონის პირმშოს, იერახმეელის ძენი იყვნენ: პირმშო რამი, ბუნა, ორენი, ოცემი და ახია.
26იერახმეელის სხვა ცოლიც ჰყავდა, სახელად ყაცრა. ის იყო ონამის დედა.
27იერახმეელის პირმშოს, რამის ძენი იყვნენ: მაყაცი, იამინი და ყეკერი.
28ონამის ძენი იყვნენ: შამაი და იდაყი. შამაის ძენი: ნადაბი და აბიშური.
29აბიშურის ცოლს ერქვა აბიხაილი. მან შვა ახბანი და მოლიდი.
30ნედაბის ძენი: სელედი და აფაიმი. სელედი უშვილოდ მოკვდა.
31აფაიმს ყავდა ძე - იშყი. იშყის ძე იყო შეშანი. შეშანის ძე იყო ახლაი.
32იადაყის ძენი: ახი, შამი, იეთერი და იონათანი. იეთერი უშვილოდ მოკვდა.
33იონათანის ძენი: ფელეთი, ზაზა. ესენი იერახმელის ძენი იყვნენ.
34შეშანს ვაჟები არ ჰყოლია, მხოლოდ ასულები ჰყავდა. შეშეთს ეგვიპტელი მორჩილი ჰყავდა, სახელად იარხაყი.
35შეშეთმა თავისი ასული თავის მორჩილს, იარნაყს, მისცა ცოლად. მას შეეძინა ყათაი.
36ყათაიმ შვა ნათანი; ნათანმა შვა ზაბადი.
37ზაბადმა შვა ეფლალი, ეფლალმა შვა ყობედი.
38ყობედმა შვა იეჰუ, იეჰუმ შვა ყაზარია.
39ყაზარიამ შვა ხალეცი, ხალეცმა შვა ელყასა.
40ელყასამ შვა სისმაი, სისმაიმ შვა შალუმი.
41შალუმმა შვა იეკამია, იეკამიამ შვა ელიშამაყი.
42იერახმეელის ძმის, ხალების ძენი: მისი პირმშო მეშაყი, ეს არის ზიფის მამა; და მარეშას, ხებრონის მამის ძენი.
43ხებრონის ძენი: კორახი, თაფუახი, რეკემი, შემაყი.
44შემაყმა შვა რახამი, იარკეყამის მამა. რეკემმა შვა შამაი.
45შამაის ძე იყო მაყონი. მაყონი იყო მამა ბეთ-ცურისა.
46ქალების ხარჭას, ყეფას, შეეძინა: ხარანი, მოცავი და გაზეზი. ხარანმა შვა გაზეზი.
47იაჰდაის ძენი: რეგემი, იოთამი, გეშანი, ფელეტი, ყეფა და შაყაფი.
48ქალების ხარჭას, მაყაქას, შეეძინა: შებერი, თირხანა,
49მადმანას მამა შაყაფი, მაქბენასა და გიბყას მამა შევა. ქალების ასული ყაქსა.
50ესენი იყვნენ ქალების ძენი: ხურის ძე შობალი, ეფრათას პირმშო, მამა კირიათ-იეყარიმისა,
51სალმა, მამა ბეთ-ლეხემისა, და ხარეფი, მამა ბეთ-გადელისა.
52შობალს, კირიათ-იეყარიმის მამას, ჰყავდა ვაჟები - ჰაროე და ხაცი-ჰამენუხოთი.
53კირიათ-იეყარიმის საგვარეულონი: ითრიელნი, ფუთიელნი, შუმათიელნი და მიშრაყიელნი. მათგან გამოვიდნენ: ცორყელნი და ეშთაოლელნი.
54სალმას ძენი: ბეთ-ლეხემი, ნეტოფათიელნი, ყატრო-ბეთ-იოაბი, ხაცი-ჰამანახთი, ცორყიელნი.
55იაყბეცში მცხოვრებ მწიგნობართა საგვარეულონი: თირყათელნი, შიმყათიელნი, სუქათიელნი. ესენი კინიელნი არიან, ბეთ-რექაბას მამის, ხამათის, შთამომავლები.
Next